განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 18 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 18 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 3748.803 გრ. ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი’’ და შექმნეს პირობები მისი უკანონო რეალიზაციისთვის. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და დაფასოებისთვის საჭირო ნივთები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოიღეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა ჯგუფურად), 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს 18 წლით ხოლო მეორეს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1791369672
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს, უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალი
„რთველი კახეთში არის პიკურ ფაზაში. სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს 22 ლოკაციაზე, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საქართველოს პ...
1791368061
ახალი ამბებიდიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა - „ვამოროლონის“ მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა - „ვამოროლონის“ მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯვე...
1791367191
სპორტიტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებს. მსოფლიოს სამგზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონმა შვეიცარიელი...
1791366457
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5%-დან 7%-მდე გაზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაზე
„მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 7%-მდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდის მ...
1791365750
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: შავ ჭირთან დაკავშირებით არავითარი მიზეზი პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟისთვის არ არსებობს
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში შავი ჭირის გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი ღონისძიებების გატარების საჭირო...































