დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა - „ვამოროლონის“ მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა - „ვამოროლონის“ მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტების გაცვლა და მიმდინარეობს მუშაობა, რათა მედიკამენტები პაციენტებისთვის რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ხელმისაწვდომი.
„დასრულდა მოლაპარაკებები მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომელიც განკუთვნილია დიუშენის მქონე პაციენტებისთვის. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. საუბარია ორ ინოვაციურ მედიკამენტზე - ჯივინოსტატსა და ვამოროლონზე,“ - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ჯივინოსტატთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დასრულებული იყო, ხოლო დარჩენილი იყო ვამოროლონთან დაკავშირებული მოლაპარაკების ბოლომდე მიყვანა.
„საბედნიეროდ, მოლაპარაკება დასრულდა წარმატებით. დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტების გაცვლა. დაწყებულია და აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, რომ რეალურად, რაც შეიძლება სწრაფად, ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის ეს მედიკამენტები,“ - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ
მისივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებასა და აღსრულებაში მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის ჩართულობა.
„ხაზს გავუსვამ პრემიერ-მინისტრის პირად როლს ამ გადაწყვეტილების მიღებასა და აღსრულებაში. მინდა მადლობა გადავუხადო მას ამ ჩართულობისთვის და გადაწყვეტილებისთვის,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ ასევე ისაუბრა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტის ხელმისაწვდომობაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ აღნიშნული დაავადების სამკურნალო პრეპარატი უკვე შეიძინა.
„გასულ პერიოდში ჩვენს მიერ შეძენილ იქნა ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის. ესეც წარმოადგენს ძალიან ვერაგ და მძიმე დაავადებას, რომელსაც სჭირდება თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტის შეძენა“ - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, იშვიათი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტის სახელმწიფო პროგრამაში დანერგვასთან დაკავშირებული ლოგისტიკური და ადმინისტრაციული საკითხების დასარეგულირებლად მთავრობის სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.
„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება ამ საკითხის ირგვლივ, რაც უკავშირდება ლოგისტიკური საკითხების დარეგულირებას - ვინ განახორციელებს მედიკამენტის მიწოდებას, რა პროცედურებით განხორციელდება და ა.შ. საჭირო იყო მთავრობის დადგენილებით დარეგულირება, შემდგომი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განისაზღვრება მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის სამედიცინო პერსონალის მომზადება, მედიკამენტის დანიშვნისა და გამოყენების მონიტორინგი და მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება,“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.
„გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტის მომტანი იყოს ამ მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში დანერგვა თითოეული პაციენტისთვის, რომელიც გამოიყენებს“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
1791362368
ახალი ამბებიდავით ნებიერიძე: ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, ნიკა მელიასგან განსხვავებით, მე არ მინდა ვიყო ლიდერი, მე მინდა ვიყო მიშა სააკაშვილის მენეჯერიო - ეს არის სრული კატასტროფა
„დღეს ვუსმინე ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუს და ფრიად დამძიმებული შთაბეჭდილებები დამრჩა. იქ ლაპარაკი იყო ნიკა მელიაზე, როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეზე, მის ურთიერთობაზე მიშასთ...
1791361631
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: იუკნევიჩიენეები და მსგავსი უცხო ძალები ფარულად აფინანსებდნენ პარტიებს, რომ საქართველოს ჰქონოდა მათი დღის წესრიგი, დებატობენ ისინი, რომელთა ხელშიც ეს პარტიები არიან იარაღი
„საკონსტიტუციო სარჩელით, ჩვენ „შევიჭერით“ იმ სფეროში, რომლითაც უცხო ძალები წლების განმავლობაში საქართველოზე გავლენაზე ახდენენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პარტიებით“, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტი...
1791359936
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის, სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით
„2025-2026 წლებში საავიაციო ბაზარს 10-ზე მეტი ახალი ავიაკომპანია და ავიამიმართულება შეემატა. გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ...
1791359822
ახალი ამბებიპაატა იმნაძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე: ჯანმოს შეფასებით, რისკი რუსეთისთვის დაბალია, ევროპისთვის ძალიან დაბალი - ასე რომ, სანერვიულო არაფერია
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-სთან რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ გავრცელებულ...
1791359438
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „მარიამ ქვრივიშვილ...































