ირაკლი კობახიძე - წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს, უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალი
„რთველი კახეთში არის პიკურ ფაზაში. სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს 22 ლოკაციაზე, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 6 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში არის გადამუშავებული 196 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 195 ათასი ტონა არის მაღალი და საშუალო ხარისხის, რაც არის მოსავლის 99 პროცენტი.
„დღეღამური გადამუშავება არის 13-14 ათასი ტონის ფარგლებში. წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი. ასეთი მაჩვენებელი არასდროს დაფიქსირებულა. მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს. უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალი. 6 ოქტომბრის მდგომარეობით კახეთში არის გადამუშავებული 196 ათასი ტონა ყურძენი აქედან 195 ათასი ტონა არის მაღალი და საშუალო ხარისხის, რაც არის მოსავლის 99 პროცენტი. შესაბამისად, მხოლოდ ერთი პროცენტი არის დაბალი ხარიხის მოსავალი.
რაც შეეხება ფასებს, საფერავის ფასი და მისი შაქრიანობა არის 20 პროცენტი და მეტი და არის კილოგრამზე 1,5 თეთრი, 16-დან 20 პროცენტამდე 1 ლარი, 16 პროცენტზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში არის 50 თეთრი. ამაზე იყო უამრავი სპეკულაციები 30 თეთრი იყო თავიდან ფასი და შემდეგ გახდა 50 თეთრი და ამბობდნენ, რომ 30 თეთრად ყიდულობს სახელმწიფო ყურძენს მევენახეებისგან, რაც იყო წმინდა წყლის სპეკულაცია. პირველ რიგში ეს ფასი შეეხება მოსავლის მხოლოდ ერთ პროცენტს და საუბარია დაბალი ხარისხის ყურძენზე, რაზეც შესაბამისი ფასი იყო განსაზღვრული, თუმცა ეს ფასიც კი გაიზარდა 30 თეთრიდან 50 თეთრამდე. რაც შეეხება მაღალი ხარისხის ყურძენს, მასზე არის 1,5 თეთრი და საშუალო ხარისხის შემთხვევაში არის 1 ლარი.
რაც შეეხება რქაწითელს და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევებს, არანაკლებ 19-პროცენტიანი შაქრიანობის ყურძნის ფასი არის 1,30 თეთრი, 16-დან 19 პროცენტამდე 90 თეთრი, 16 პროცენტზე ნაკლების შემთხვევაში, აქაც არის 50 თეთრი. გურჯაანში არის განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ამ პროცესებს უწევს კოორდინაციას. დღეს გვექნება საშუალება, რომ ადგილზე გავეცნოთ შტაბის მუშაობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1791365487
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი უზბეკეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის - ოლი მეჯლისის სენატის (ზედა პალატის) თავმჯდომარეს, ტანზილა ნარბაევას შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახუ...
1791363541
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: აზერბაიჯანთან გაფორმებული საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებით, 20-წლიან პერსპექტივაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მოცულობის, ისე დაბალი ფასის კუთხით
„მნიშვნელოვანი იყო მეზობლებთან ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, აზერბაიჯანთან გაფორმებული საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებით, 20-წლიან პერსპექტივაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მ...
1791362368
ახალი ამბებიდავით ნებიერიძე: ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, ნიკა მელიასგან განსხვავებით, მე არ მინდა ვიყო ლიდერი, მე მინდა ვიყო მიშა სააკაშვილის მენეჯერიო - ეს არის სრული კატასტროფა
„დღეს ვუსმინე ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუს და ფრიად დამძიმებული შთაბეჭდილებები დამრჩა. იქ ლაპარაკი იყო ნიკა მელიაზე, როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეზე, მის ურთიერთობაზე მიშასთ...
1791361631
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: იუკნევიჩიენეები და მსგავსი უცხო ძალები ფარულად აფინანსებდნენ პარტიებს, რომ საქართველოს ჰქონოდა მათი დღის წესრიგი, დებატობენ ისინი, რომელთა ხელშიც ეს პარტიები არიან იარაღი
„საკონსტიტუციო სარჩელით, ჩვენ „შევიჭერით“ იმ სფეროში, რომლითაც უცხო ძალები წლების განმავლობაში საქართველოზე გავლენაზე ახდენენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პარტიებით“, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტი...
1791359936
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის, სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14-პროცენტიანი ზრდა წინა წელთან შედარებით
„2025-2026 წლებში საავიაციო ბაზარს 10-ზე მეტი ახალი ავიაკომპანია და ავიამიმართულება შეემატა. გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ...































