გარდაიცვალა ახალშობილი, რომელიც ბათუმში სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა

ბათუმში, კლინიკა მედინაში, ახალშობილი, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას კლინიკა „მედინა“ ავრცელებს.

„დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექიმების მრავალდღიანი ინტენსიური ბრძოლისა და განხორციელებული ყველა შესაძლო სამედიცინო ღონისძიებისა, 22 თებერვალს, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ დაბადებული ახალშობილი (ჩვენი კლინიკის თანამშრომლის შვილი) ამ დილით გარდაიცვალა.კლინიკის გუნდი პირველივე წუთებიდან მოქმედებდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვით. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ჩვენი კლინიკის, ისე მოწვეული მრავალპროფილური სპეციალისტები. პაციენტს ჩაუტარდა არაერთი გადაუდებელი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო ჩარევა, თუმცა მისი მდგომარეობა თავიდანვე იყო უკიდურესად მძიმე.

ამ მძიმე პერიოდში ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო და რჩება პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.ვიზიარებთ მომხდარით გამოწვეულ ღრმა ტკივილს და თანავუგრძნობთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ტრაგედია მძიმე დანაკარგია.მედიის წარმომადგენლებისთვის კლინიკაში ოფიციალური კომენტარი გაკეთდება 12:00 საათზე“, - ნათქვამია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774769247

ახალი ამბები

საქართველოს ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩში ლიეტუვას დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები დღეს წლის პირველი შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ დარიაუს ირ გირენო სტადიონზე ივარჯიშა. საწ...

საქართველოს ნაკრები

1774766385

ახალი ამბები

პენტაგონი ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება

პენტაგონი ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციების ჩასატარებლად ემზადება, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. ინფორმაციას The Wa...

პენტაგონი ირანში

1774764681

ახალი ამბები

მეუფე შიო დღეს სიონის ტაძარში წირვას აღასრულებს, შემდეგ კი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. ინფორმაციას საპატრიარქოს...

 სიონის საპატრიარქო ტაძარი

1774764571

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

29 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი...

მზიანი ამინდი

1774730433

სპორტი

ფიგურული ციგურაობა - საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს. რიტმული ცე...

დიანა დევისმა და გლებ სმოლკინ