გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა, დავითაძის ოჯახს პასუხობს: ზოგიერთი ადამიანი საჯაროდ გამოდის ამაზრზენი ბრალდებებით ისე, რომ არ ითვალისწინებს გარდაცვლილის ოჯახის მდგომარეობას

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა დავითაძის ოჯახს სოციალურ ქსელში პასუხობს.

ოჯახი აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც გარდაცვლილი ოჯახის წევრის მიმართ შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახველ ან ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს, პასუხს უნდა აგებდეს კანონით დადგენილი წესით.

„ყველა ადამიანი, ვინც ჩვენი გარდაცვლილი ოჯახის წევრის მიმართ შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახველ ან ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს, პასუხს უნდა აგებდეს კანონით დადგენილი წესით. განსაკუთრებით მიუღებელია ის, რომ ზოგიერთი ადამიანი საჯაროდ, მათ შორის ტელევიზიებში, გამოდის მძიმე და ამაზრზენი ბრალდებებით ისე, რომ საერთოდ არ ითვალისწინებს გარდაცვლილის ოჯახის მდგომარეობას და იმ უდიდეს ტკივილს, რომელსაც ამ წუთებში განვიცდით. მოვითხოვთ, თითოეული მსგავსი განცხადება და ფაქტი სათანადოდ იქნეს შესწავლილი და, სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დამნაშავე პირებს კანონის სრული სიმკაცრით მოეთხოვოთ პასუხი. ჩვენი ოჯახის მწუხარება არავის აძლევს უფლებას, გარდაცვლილის ღირსებას შეეხოს და მგლოვიარე ოჯახს დამატებითი ტკივილი მიაყენოს“, - ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, დავითაძის ოჯახმა ერთ-ერთი პატიმრის შესახებ, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა, განაცხადა, რომ „მიიყვანეს იმ ზომამდე, რომ თავი მოეკლა“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791292143

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6032 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარი, ვალუტა

1791290924

ახალი ამბები

პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურ...

პროკურატურა

1791290318

საზოგადოება

პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძ...

პროკურატურა

1791288794

მსოფლიო

მარკო რუბიო: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. რუბიოს განცხადებით, ამ ეტაპზე, უკრაინასთან მიმართებით, ყურადღება ძირითადად მიმდ...

მარკო რუბიო

1791287484

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე: კარგად უნდა იცოდნენ, რომ პროპაგანდის, ორგანიზებული საინფორმაციო ზეწოლისა და კოლექტიური „ნაცების“ თავდასხმების დროს მარტო არ დარჩებიან

მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად რთულ და პასუხისმგებლობით სავსე გარემოში ასრულებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას - წერს ანალიტი...

ნიკოლოზ მეტრეველი