გიორგი ჯინჭარაძე: უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას და გვწამს, რომ თქვენი პატრიარქობის პერიოდში, შევძლებთ დაახლოებას აფხაზეთთან და კვლავ გაერთიანებას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას ულოცავს და ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის, ქართული ეკლესიისა და თითოეული ქართველისთვის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიოს არჩევა არის ისტორიული პასუხისმგებლობა და იმ დიდი სულიერი გზის გაგრძელება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შექმნა.

უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას და გვწამს, რომ თქვენი პატრიარქობის პერიოდში, თქვენი ლოცვით და შეწევნით, შევძლებთ დაახლოებას აფხაზეთთან და კვლავ გაერთიანებას.

დარწმუნებული ვართ, ღირსეულად განაგრძობთ ილია მეორის დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომლის ეპოქა იქცა ეროვნული ერთობის, მშვიდობის, შემწყნარებლობისა და ქართული იდენტობის დაცვის სიმბოლოდ.

ვულოცავ სრულიად საქართველოს, ქართულ ეკლესიას და თითოეულ ქართველს ამ ისტორიულ დღეს. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია, მისი ახალი სულიერი წინამძღოლი და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა“, - წერს გიორგი ჯინჭარაძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778505994

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე შიო მესამეზე: იწყება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში და ყველა უნდა ველოდოთ დიდ სიკეთეს

იწყება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაფართოებული საეკლესიო კრების დასრულების შ...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1778505732

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია: გვჯერა, რომ ახალი პატრიარქი გააგრძელებს იმ გზას, რაც ილია მეორემ დაიწყო, ეკლესია არის ერთიანი და მყარი და ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევა ვერასდროს

მთელ ჩვენს ქვეყანას ვულოცავ ახალი პატრიარქის არჩევას, იცით, რომ ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ უდიდესი ღვაწლი გაიღო, მან დაგიტოვა ეკლესია, რაც დღეს არის ღვთის მადლით, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ. მ...

მამა შალვა კეკელია

1778505178

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6843 ლარი გახდა. ლარი დოლართ...

ვალუტის კურსი

1778504406

საზოგადოება

კახა კალაძე: ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას- ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას

ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას- ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას, - წერს სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი კახა კალაძე. როგორც იგი აღნიშნავს, ეს არის...

კახა კალაძე

1778504231

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უფლის ნებით, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი - ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია

„ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია”, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბ...

შალვა პაპუაშვილ