გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მოქალაქემ სოფელ მატნის მიმდებარედ, მდინარე კურტანაძეულში, ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა სხვადასხვა სახეობის თევზი, მათ შორის „წითელი ნუსხით“ დაცული - მდინარის კალმახი.

ელექტროიარაღით თევზჭერა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე შსს ახმეტის რაიონულ პოლიციაში გამოძიება დაიწყო.

ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღებაც კანონით დასჯადი ქმედებაა.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.

მოქალაქეებს შეუძლიათ სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153, სადაც თითოეუ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783662287

საზოგადოება

გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარიზში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან სამუშაო შ...

გივი მიქანაძე

1783661001

საზოგადოება

2015 წელს მოკლული გიორგი კვარაცხელიას და გახსნილ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შესაბამის უწყებებს მადლობას უხდის

2015 წელს მოკლული გიორგი კვარაცხელიას და ნინი კვარაცხელია გახსნილ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შესაბამის უწყებებს მადლობას უხდის. „დღეს, ჩემი ძმის, გიორგი კვარაცხელიას, მკვლელობის საქმე, 11 წლი...

გიორგი კვარაცხელია

1783659420

საზოგადოება

აიათოლა ალი ხამენეი მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალეს

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალეს. ხამენეი, რომელიც ირანს თითქმის 37 წლის განმავლობაში მართავდა, 28 თებერვალს აშშ-ის...

აიათოლა ალი

1783658907

საზოგადოება

გიორგი კახიანი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე: რუსეთის ოკუპაციასთან უშუალოდ დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების მიღმა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკას

კამერუნის რესპუბლიკის დედაქალაქში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით, სესიაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი კახიანი. პარლამენტის თ...

გიორგი კახიანი

1783629062

ახალი ამბები

ბელგიაში ძლიერი სიცხის გამო სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა

ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ბელგიაში ძლიერი სიცხის გამო სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა. იუწყება The Guardian. მათივე მონაცემებით, ეს ყველაზე მაღალი ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელია 2 000 წლიდან, რო...

ბელგიაში ძლიერი სიცხის გამო