გიორგი კახიანი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე: რუსეთის ოკუპაციასთან უშუალოდ დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების მიღმა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკას

კამერუნის რესპუბლიკის დედაქალაქში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით, სესიაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი კახიანი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ქვეყნის საგარეო კურსსა და სუვერენიტეტზე, ასევე შიდა პოლიტიკურ მდგომარეობასა და ხელისუფლების წინააღმდეგ დესტრუქციულ კამპანიაზე. გიორგი კახიანმა ასევე ილაპარაკა რეგიონში ქვეყნის წამყვან პოზიციაზე.

„რუსეთის ოკუპაციასთან უშუალოდ დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების მიღმა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკას. ამის მიუხედავად, საქართველო ასევე აწყდება გარკვეული უცხოელი პოლიტიკოსების და ბიუროკრატების მხრიდან ჩარევის მცდელობებს, როლებიც ცდილობენ დიალოგი ზეწოლით ჩაანაცვლონ მხოლოდ იმიტომ, რომ საარტელომ აირჩია თავისი სუვერენული უფლების განხორციელება და თავისუფლად განსაზღვრა შიდა და საგარეო პოლიტიკა.

გარედან წახალისებულმა და მხარდაჭერილმა ზოგიერთმა რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა უსაფუძვლო ბრალდებები კონსტიტუციური წესრიგისა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, ამავდროულად, მონაწილეობდნენ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებში, მათ შორის პარლამენტისა და პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობებში. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველომ შეძლო მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრება როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე და წამყვანი როლი შეასრულა შუა დერეფნის განვითარების პროცესში. ჩვენ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს ამ მარშრუტის გასწვრივა მდებარე ყველა სახელმწიფოსთან“, - აღნიშნა კახიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783627268

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო პროცესში, რა თქმა უნდა, სანამ წითელი ხაზები ძალიან არ გადაიკვეთება, ვაპირებთ მუშაობას

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო პროცესში, რა თქმა უნდა, სანამ წითელი ხაზები ძალიან არ გადაიკვეთება, ვაპირებთ მუშაობას“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თა...

ლევან მახაშვილი

1783625812

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რაც იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში

ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რაც იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომ...

ლევან მახაშვილი

1783624150

საზოგადოება

ნანა ჟორჟოლიანი: მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება და პარტიაში შესვლა და ამიტომ, ქმნის საბჭოს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი ცვლილებებისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული რეფორმატორთა საბჭოს შექმნის შესახებ, ნანა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ იქნება ს...

ნანა ჟორჟოლიანი

1783622376

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპს მადლობას უხდის და ნატოს სამიტს ისტორიულს უწოდებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარაში ნატოს სამიტი წარმატებით დასრულდა და ღონისძიებას ისტორიული შეხვედრა უწოდა, რომელიც ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვე...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1783620028

ახალი ამბები

მბაპეს საქმეზე პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო - საქმეს ზედამხედველობას ინტერნეტში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ცენტრი გაუწევს

პარაგვაელი სენატორის სელესტე ამარილიას მიერ საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის, კილიან მბაპეს მისამართით გაჟღერებული რასისტული რეპლიკები სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. პარიზის პროკურატურამ დ...

მბაპეს საქმეზე