გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარიზში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალურ დირექტორ ხალედ ელ-ენანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და UNESCO-ს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრმა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრულად დაფინანსებული სწავლის შესაძლებლობაზე, განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესებასა და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაზე.

ხალედ ელ-ენანიმ დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და გამოხატა მზადყოფნა, რომ ორგანიზაციამ მომავალშიც აქტიურად დაუჭიროს მხარი ქვეყნის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების მიზნით ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებენ.

ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში და UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ყურაშვილი.

ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783661001

საზოგადოება

2015 წელს მოკლული გიორგი კვარაცხელიას და გახსნილ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შესაბამის უწყებებს მადლობას უხდის

2015 წელს მოკლული გიორგი კვარაცხელიას და ნინი კვარაცხელია გახსნილ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შესაბამის უწყებებს მადლობას უხდის. „დღეს, ჩემი ძმის, გიორგი კვარაცხელიას, მკვლელობის საქმე, 11 წლი...

გიორგი კვარაცხელია

1783659420

საზოგადოება

აიათოლა ალი ხამენეი მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალეს

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალეს. ხამენეი, რომელიც ირანს თითქმის 37 წლის განმავლობაში მართავდა, 28 თებერვალს აშშ-ის...

აიათოლა ალი

1783658907

საზოგადოება

გიორგი კახიანი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე: რუსეთის ოკუპაციასთან უშუალოდ დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების მიღმა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პოლიტიკას

კამერუნის რესპუბლიკის დედაქალაქში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით, სესიაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი კახიანი. პარლამენტის თ...

გიორგი კახიანი

1783629062

ახალი ამბები

ბელგიაში ძლიერი სიცხის გამო სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა

ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ბელგიაში ძლიერი სიცხის გამო სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა. იუწყება The Guardian. მათივე მონაცემებით, ეს ყველაზე მაღალი ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელია 2 000 წლიდან, რო...

ბელგიაში ძლიერი სიცხის გამო

1783627986

ახალი ამბები

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, მასმედიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს და წესებს განმარტავს.  „ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესას...

საპატრიარქო