გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევები ხობის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. სოფელ ახალ ხიბულაში, ზუბის უბანში არსებულ ღელეში მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით ქაშაყის სახეობის 1 კგ თევზი მოიპოვა.
ელექტროიარაღის გამოყენებით ცდილობდა თევზჭერას მოქალაქე სოფელ საჯიჯაოშიც, მდინარე ჭანისწყალზე, თუმცა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტი მანამ აღკვეთეს, სანამ ბრაკონიერი თევზს მოიპოვებდა.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და ორივე ფაქტის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც კონტროლის გაძლიერებული შესაძლებლობის შედეგია.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
1776160062
მსოფლიოთურქეთში მდებარე სკოლაზე, ყოფილი მოსწავლის თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიჭრა, თავდამსხმელმა თავი მოიკლა - CNN
თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაშავდა, თავდამსხმელმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, სასწავლო დ...
1776159371
ახალი ამბებიმახაშვილი უნგრეთის არჩევნებზე: ყველამ მიიღო შედეგი - გამარჯვებულმაც და დამარცხებულმაც, ნორმალურ ქვეყნებში ასე ხდება, დამარცხებული აღიარებს შედეგებს და წლების განმავლობაში ქვეყანას არ აჯანჯღარებს საკუთარი ინტერესების გამო
„მინდა მივულოცო პეტერ მადიარს და მის პარტიას არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. ჩემს კოლეგებთან ერთად გვქონდა შესაძლებლობა, რომ მიგვეღო მონაწილეობა სადამკვირვებლო პროცესში, როგორც ბუდაპეშტში ასევე რე...
1776158694
საზოგადოებაარჩილ ბერიძე: დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალი არ განისაზღვრება სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგით. ჩვენი სამშობლოს მომავალი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერის ეროვნული ინტერესებით!
დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ისმის, არის შემდეგი: როგორი სტრატეგია უნდა ჰქონდეს ისეთ მცირე სახელმწიფოს, როგორიც საქართველოა, სწრაფად ცვალებად და ხშირად არაპრ...
1776157925
ახალი ამბებისაქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი...
1776156530
ახალი ამბები15 აპრილს პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს
მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები 14 და15 აპრილს გაიმართება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 15 აპრილს, პარლამენტი ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა...


























