არჩილ ბერიძე: დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალი არ განისაზღვრება სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგით. ჩვენი სამშობლოს მომავალი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერის ეროვნული ინტერესებით!

დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ისმის, არის შემდეგი: როგორი სტრატეგია უნდა ჰქონდეს ისეთ მცირე სახელმწიფოს, როგორიც საქართველოა, სწრაფად ცვალებად და ხშირად არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ გარემოში? - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ ბერიძის განცხადებით, დღეს მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე აშკარაა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავ ძლიერდება სახელმწიფოთა რეალისტური პოლიტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოები პირველ რიგში მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

„ფაქტია - მსოფლიო წესრიგი იცვლება, ჩვენ ყველანი ვხედავთ ლიბერალური მსოფლიო წესრიგის კრიზისს. ეს წესრიგი ეფუძნებოდა იდეას, რომ დასავლეთი - განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები - იყო გლობალური სისტემის მთავარი ლიდერი და უსაფრთხოების მთავარი გარანტი. თუმცა დღეს მსოფლიო სისტემაში მიმდინარეობს ძალთა გადანაწილება.

გლობალურ პოლიტიკაში ძლიერდება ჩინეთი და სხვა რეგიონული ძალები. ევროპული პოლიტიკის არაერთმა შეცდომამ და ევრობიუროკრატიის არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად შესუსტდა.

ამერიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ევროპის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სულ უფრო ნაკლებად არის მზად ევროპული პოლიტიკური პრობლემების საკუთარ თავზე ასაღებად.

ამ ვითარებაში განსაკუთრებით აშკარა გახდა უთანხმოებები ამერიკისა და ევროპული პოლიტიკური ელიტების ნაწილს შორის - უთანხმოებები, რომლებიც დღეს უკვე ღიად ჩანს საერთაშორისო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაში.

უკრაინის ომმაც ნათლად აჩვენა, რამდენად მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს გაუთვლელ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. დღეს ყველა ხედავს, რა ფასს იხდის უკრაინული სახელმწიფო. ამავე დროს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებმა კიდევ უფრო დაძაბა საერთაშორისო ვითარება. ეს პროცესები გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზეც, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზეც და საერთაშორისო ძალთა ბალანსზეც. ამ ყველაფრის ფონზე საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავ ძლიერდება რეალისტური პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოები პირველ რიგში მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სამხედრო და ეკონომიკური ძალა ისევ რჩება საერთაშორისო პოლიტიკის მთავარ ფაქტორად და ასეთ გარემოში პატარა სახელმწიფოები ვალდებულნი არიან იმოქმედონ განსაკუთრებული სიფრთხილით, გონივრული გათვლებით და მკაფიო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

არჩილ ბერიძის განცხადებით, დიდ ძალებთან ურთიერთობისას მთავარი არის ბერკეტების ბალანსი, რაც რეალისტური გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

მისივე თქმით, ქართული სახელმწიფოს დღის წესრიგი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით.

„საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებდით მაშინ, როდესაც სახელმწიფოებრივ ინტერესს ყველაფერზე მაღლა ვაყენებდით და ვმარცხდებოდით მაშინ, როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ვწირავდით უცხო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის.

სწორედ ამიტომ, საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა ეფუძნება პრაგმატიზმს და რეალისტურ გეოპოლიტიკურ ხედვას.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გამჭვირვალობის კანონის მიღება, რომელმაც პირველად გახადა საჯარო და ნათელი უცხოური გავლენების მასშტაბი ჩვენს ქვეყანაში.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ასევე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე ხელმოწერა. ამ გადაწყვეტილებამ თავდაპირველად დიდი კრიტიკა გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით ვნახეთ, რომ თავად ევროპული ქვეყნების ლიდერებიც აქტიურად ავითარებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ მარტივ გეოპოლიტიკურ ჭეშმარიტებას: დიდ ძალებთან ურთიერთობაში მთავარი არის ბერკეტების ბალანსი და არა ერთპიროვნული დამოკიდებულება. სწორედ ეს არის რეალისტური გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი.

დღეს საქართველოს აქვს მკაფიო და პრინციპული პოზიცია. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც არავის სატელიტი არ იქნება.

საქართველოს აქვს საკუთარი ძლიერი ბერკეტები: ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ჩვენი როლი სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კორიდორებში, და ჩვენი მნიშვნელობა ახალი აბრეშუმის გზის პროექტში.

საქართველოს შეუძლია და უნდა გახდეს რეგიონული ხიდი პოლიტიკური, ეკონომიკური და სატრანსპორტო თანამშრომლობის ცენტრი.

და ბოლოს, ერთი მარტივი სიმართლე: მსოფლიოში, სადაც დიდი ძალები საკუთარ ინტერესებს იცავენ, პატარა სახელმწიფოებს გადარჩენა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, როდესაც თავადაც იცავენ საკუთარ სახელმწიფოს.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ, დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალი არ განისაზღვრება სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგით. ჩვენი სამშობლოს მომავალი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერის ეროვნული ინტერესებით!“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776166043

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია საიას სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს

თითოეული კანონი, რომელიც ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლეს...

 ირაკლი კირცხალიამ

1776164895

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ნიკა გვარამიაზე: მისი მხრიდან ასეთი უტიფარი, გაუაზრებელი ან შეგნებული და გააზრებული განცხადებები, ბინძური ლექსიკა, არაა ახალი ჩვენთვის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ აუტიზმის შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოყენებას...

ირაკლი კირცხალია

1776164443

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი - უნგრელმა ხალხმა არჩევანი გააკეთა იმ ლიდერზე, რომელსაც მიიჩნევენ ორბანზე უკეთესად, ეს არის უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება და ჩვენ პატივს ვცემთ

ვულოცავთ ბატონ მადიარს გამარჯვებას, ეს არის უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება და ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ. ბატონ ორბანზე შემიძლია ის ვთქვა, რომ ნამდვილად მადლიერები ვართ მისი და მისი ხელისუფლების...

ლევან მაჭავარიანი

1776164249

საზოგადოება

კირცხალია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის სტატუსზე: ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ამ ისტორიული პროექტის მნიშვნელობას. ყველა ვაცნობიერებთ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროპისთვის

მოსალოდნელიც იყო, რომ მას მიენიჭებოდა პრიორიტეტული პროექტის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ჩაივლის ისე ღირსეულად, როგორც ეკადრება ამ პროექტს თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, - განაცხადა ს...

ირაკლი კირცხალია

1776163325

საზოგადოება

ლევან იოსელიანი: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრისას რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობას

ლევან იოსელიანის თქმით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრისას რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისა და პროტესტის შედეგად დაკავებ...

ლევან იოსელიანი