ლევან მაჭავარიანი: ელექტროდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ეს ევროკავშირმა აღიარა როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი

„ელექტროდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ეს ევროკავშირმა აღიარა როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, როდესაც ასეთი მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება საქართველოში, საქართველოს გავლით, ეს თავის მხრივ კიდევ ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტში ვმონაწილეობთ. პირველ რიგში, შუა დერეფანი, რომლის მნიშვნელობაც გაასმაგებულია მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სადაც საკვანძო ადგილს ვთამაშობთ, ვართ ფაქტობრივად ხერხემალი ამ პროექტის აზერბაიჯანთან ერთად. რაც ამ პროექტის გასავითარებლად არის მნიშვნელოვანი, აბსოლუტურად ყველაფერი ვითარდება საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპით.

ესენია ავტოსაგზაო მაგისტრალები, პორტები, აეროპორტების გაფართოება, რკინიგზის მოდერნიზება. უშუალოდ ელექტროდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ეს ევროკავშირმა აღიარა როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი. აქაც აზერბაიჯანთან ერთად ვმონაწილეობთ. რუმინეთი და უნგრეთია ევროპის მხრიდან, ვისაც უკავშირდება ეს ყველაფერი და შემდეგ იშლება ევროპაზე.

როდესაც ასეთი მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება საქართველოში, საქართველოს გავლით, ეს თავის მხრივ კიდევ ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა. ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ, რაც გულისხმობს, რომ, შესწავლისა და მშენებლობის ნებართვების მისაღებად, პროექტი გამარტივებული პროცედურებით ისარგებლებს. ევროპული კანონმდებლობის თანახმად, დამტკიცებულ ორმხრივი ინტერესის პროექტებს აქტიური სამართლებრივი, ფინანსური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა ექნება ევროკავშირის მხრიდან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776172306

ახალი ამბები

შსს-მ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისთვის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატ...

შსს

1776172134

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6963 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1776171851

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე გვარამიას განცხადებაზე: უსამართლობის სიმბოლო, ყოფილი მთავარი პროკურორი ოპოზიციიდანაც იმავე დისკრიმინაციულ რიტორიკას აგრძელებს, პოლიტიკური როლის ცვლილება მხოლოდ დეკორაციაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას იმ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც მან გარკვეული პოლიტიკური ძალები...

ცოტნე ანანიძე

1776171311

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც

ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც, - აცხადებს ეკ...

ვახტანგ ცინცაძე

1776169663

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს, - განაცხადა ე...

მარიამ ქვრივიშვილი