შოთა ბერეკაშვილი: პარლამენტის დროებით კომისიას ექნება დასკვნა კონკრეტული რეკომენდაციებით, ნაბიჯებით და სტრუქტურული ცვლილებებით, რომელიც სექტორს კონკურენტუნარიანს გახდის
„პარლამენტის დროებითმა კომისიამ FMCG სექტორის 80-ზე მეტი წამყვანი კომპანიის საქმიანობა შეისწავლა საქართველოში, მათ შორის არიან როგორც მწარმოებლები, ასევე იმპორტიორები, დისტრიბუტორები და საცალო ქსელები. გავეცანით მათ ბიზნეს პროცესებს, საოპერაციო ხარჯებს, ფინანსურ მდგომარეობას და კაპიტალის სტრუქტურას. ასევე შევისწავლეთ შვიდი ევროპული ქვეყნის გამოცდილება საკვებ პროდუქტებზე ინფლაციასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდების შესახებ“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, კომისია აქტიურად მუშაობს გეგმაზე და შეიმუშავებს დასკვნას კონკრეტული რეკომენდაციებით, ნაბიჯებითა და სტრუქტურული ცვლილებებით, რომელიც, საბოლოო ჯამში, აღნიშნულ სექტორს გახდის ძალიან კონკურენტუნარიანს და ეფექტურს.
„ჩვენ მივიღებთ სისტემურ შედეგს, მათ შორის, ცვლილებების დანერგვისთანავე. ასევე გვაქვს გეგმა საშუალო პერიოდზე, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული სექტორის გარდაქმნა ისე, რომ მან იმუშაოს ეფექტურად და არ მოხდეს დამატებითი ხარჯის შექმნა.ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი იქნება შევძლოთ აღნიშნული სექტორის მონიტორინგი, იმისთვის რომ მას ჰქონდეს ფინანსური დისციპლინა. უმნიშვნელოვანესია, რომ პროცესები იყოს ჯანსაღი, არსებობდეს კომერციული ურთიერთობების ჩარჩო, რომელიც სექტორს გახდის კონკურენტუნარიანს და წარმატებულს“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
1776169663
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უმნიშვნელოვანესი ქართული ინიციატივაა, რომელიც გააძლიერებს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სექტორს, - განაცხადა ე...
1776169121
ახალი ამბებიმარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას, სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მიმდინარე წლის 14 აპრილს, ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო...
1776168840
ახალი ამბებიევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა. PMI სტატუსის მინიჭების შემდეგ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექცევა ევროკავ...
1776168196
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ მიენიჭა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს PMI სტატუსი, კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ მნიშვნელობას
ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ მიენიჭა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს PMI სტატუსი, კიდევ ერთხელ ადასტურებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნი...
1776167182
მსოფლიომერცი: უკრაინა ევროკავშირში სწრაფად ვერ გაწევრიანდება
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში სწრაფად ვერ გაწევრიანდება, მაგრამ ევროპული უსაფრთხოებისთვის ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ამის შესახებ კანცლერმა ბ...





























