გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა წიაღის უკანონო მოპოვების 6 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.

აღნიშნული დეპარტამენტის ინფორმაციით, ხელვაჩაურის, თერჯოლის, ბორჯომისა და კასპის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები. სამართალდამრღვევებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარეების - ჭოროხის, ყვირილასა და მტკვრის კალაპოტებიდან, უკანონოდ მოიპოვეს, ჯამში, 295-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 25 კუბური მეტრი მოცულობის ტეშენიტის ქვა. მარნეულის მუნიციპალიტეტში კი, 10 კუბური მეტრი მოცულობის ბაზალტის ქვის უკანონო მოპოვების ფაქტი დაფიქსირდა.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. შიდა ქართლში გამოვლენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, ჯამში 5500 ლარზე მეტია. ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774860436

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, კულტივირებისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, კულტივირებისა და რეალ...

პროკურატურა

1774860370

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტები გამოავლინა

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მარნეულში, თერჯოლასა და თბილისში გამოავლინეს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ობიექტები, რომლებიც რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1774859191

საზოგადოება

მიწის რესურსების მონაცემთა ბაზა სახელმწიფოსა და ბიზნესს რისკების შემცირებაში დაეხმარება

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით შექმნილი მიწის ფონდის შესახებ მონაცემები მაღალ სანდოობას უზრუნველყოფს, რაც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ქვეყნის მიწის რესურსების შ...

მიწა

1774857939

საზოგადოება

ნიკოლოზ გაბელია „სეტანტას“: რანაირად უნდა მოახერხო, რომ ყველაზე ტიტულიანი ქართველი ფეხბურთელი არ მოახვედრო პოსტერში! კალაძის გარეშე საქართველოს ნაკრების ისტორია უბრალოდ არ არსებობს - ვერ იქნება ვერც ერთი თქვენი პოზიცია მართებული

როგორ და რანაირად უნდა მოახერხო რომ ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი არ მოახვედრო ამ პოსტერში! კალაძის გარეშე საქართველოს ნაკრების ისტორია უბრალოდ არ არსებობს! ტეხავს ბიძიკო, მაგრად...

ნიკოლოზ გაბელია

1774856651

ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ. ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ბ.თ. და 2000 წელს დაბადებული გ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გა...

სასაზღვრო პოლიცია