სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ. ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ბ.თ. და 2000 წელს დაბადებული გ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.თ.-მ სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, ხოლო ბრალდებულმა გ.ი.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში.
ასევე, დადგინდა, რომ ბ.თ. და გ.ი. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ წითელი ცირკულარით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები ტარდება.
1774857939
საზოგადოებანიკოლოზ გაბელია „სეტანტას“: რანაირად უნდა მოახერხო, რომ ყველაზე ტიტულიანი ქართველი ფეხბურთელი არ მოახვედრო პოსტერში! კალაძის გარეშე საქართველოს ნაკრების ისტორია უბრალოდ არ არსებობს - ვერ იქნება ვერც ერთი თქვენი პოზიცია მართებული
როგორ და რანაირად უნდა მოახერხო რომ ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი არ მოახვედრო ამ პოსტერში! კალაძის გარეშე საქართველოს ნაკრების ისტორია უბრალოდ არ არსებობს! ტეხავს ბიძიკო, მაგრად...
1774854366
მსოფლიოდონალდ ტრამპი: გულახდილად რომ ვთქვა, ყველაზე მეტად ირანიდან ნავთობის წაღება მომწონს, მაგრამ აშშ-ში ზოგიერთი სულელი ამბობს - ამას რატომ აკეთებ?
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „უფრო მეტად ირანში ნავთობის ხელში ჩაგდებას ამჯობინებდა“ და ეს პოტენციური ნაბიჯი ვენესუელაში არსებულ სიტუაციას შეადარა, სადაც აშშ იანვარში ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ნ...
1774853219
საზოგადოებარუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 4 ახალაშენებულ კორპუსში,...
1774852422
საქართველოMoody's-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გააუმჯობესა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's Ratings (Moody's)-მა დაასრულა საქართველოს და ემიტენტთან დაკავშირებული სხვა რეიტინგების პერიოდული გადახედვა. გადახედვის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გა...
1774851319
მსოფლიოტრამპმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის კუბაში მიწოდების საწინააღმდეგო არაფერი აქვს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ტანკერი „ანატოლი კოლოდკინი“ კუბაში რუსულ ნავთობს ჩაიტანს. ამ თემაზე ის ჟურნალისტებს თვითმფრინავ Air Force One-ის ბორტზ...


























