მიწის რესურსების მონაცემთა ბაზა სახელმწიფოსა და ბიზნესს რისკების შემცირებაში დაეხმარება
თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით შექმნილი მიწის ფონდის შესახებ მონაცემები მაღალ სანდოობას უზრუნველყოფს, რაც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ქვეყნის მიწის რესურსების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს.
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, ნებისმიერი საქმიანობა მიწას ეფუძნება. პირველ რიგში, ეს სახელმწიფოსთვის არის
მნიშვნელოვანი, რათა იცოდეს, რა რესურსი აქვს და ამის მიხედვით დაგეგმოს სახელმწიფო პროგრამები.
„შეიძლება სახელმწიფომ მიზნად დაისახოს გარკვეული პროგრამის განხორციელება, მაგრამ რეალურად იმ დარგში შესაძლებლობა არ აღმოჩნდეს. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში შეიძლება მეტი მიწის დამუშავების
სურვილი გაჩნდეს და პროგრამები დაფინანსდეს, მაგრამ რეალურად იქ იყოს დაჭაობებული ადგილები, რომლებიც დაშრობას მოითხოვს. ზუსტი მონაცემის გარეშე შეიძლება სახელმწიფომ ფერმერებს შესთავაზოს ისეთი პროგრამა,
რომლის განხორციელება შეუძლებელია. ამიტომ მონაცემთა ბაზა საშუალებას იძლევა, როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო სექტორმა სწორად დაგეგმოს მომავალი საქმიანობა“, - განაცხადა მიშელაძემ.
მან აღნიშნა, რომ მონაცემთა ბაზა ფასდაუდებელია სამეცნიერო წრეებისთვის. ყოველწლიური დაკვირვება საშუალებას იძლევა, დინამიკაში დავინახოთ, სად მოხდა მიწების გატყევება, ან, პირიქით, სად დაბრუნდა ათვისებული მიწა სასოფლო-სამეურნეო ბრუნვაში.
მიწის მონაცემთა ერთიანი ბაზა სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, ზუსტად დაგეგმოს პროგრამები და სწორად მართოს არსებული რესურსი, ხოლო ბიზნესსა და ფერმერებს ეხმარება, თავიდან აიცილონ არასწორი ინვესტიციები და რისკები. მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე.
ხოლო საქართველოს მიწათსარგებლობისა და მიწათდაფარულობის ინტერაქტიული რუკა განთავსებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გეოგრაფიულ საინფორმაციო პორტალზე.
1774860406
ახალი ამბებიგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა წიაღის უკანონო მოპოვების 6 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების...
1774860370
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტები გამოავლინა
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მარნეულში, თერჯოლასა და თბილისში გამოავლინეს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ობიექტები, რომლებიც რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე...
1774857939
საზოგადოებანიკოლოზ გაბელია „სეტანტას“: რანაირად უნდა მოახერხო, რომ ყველაზე ტიტულიანი ქართველი ფეხბურთელი არ მოახვედრო პოსტერში! კალაძის გარეშე საქართველოს ნაკრების ისტორია უბრალოდ არ არსებობს - ვერ იქნება ვერც ერთი თქვენი პოზიცია მართებული
როგორ და რანაირად უნდა მოახერხო რომ ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი არ მოახვედრო ამ პოსტერში! კალაძის გარეშე საქართველოს ნაკრების ისტორია უბრალოდ არ არსებობს! ტეხავს ბიძიკო, მაგრად...
1774856651
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ. ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ბ.თ. და 2000 წელს დაბადებული გ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გა...
1774854366
მსოფლიოდონალდ ტრამპი: გულახდილად რომ ვთქვა, ყველაზე მეტად ირანიდან ნავთობის წაღება მომწონს, მაგრამ აშშ-ში ზოგიერთი სულელი ამბობს - ამას რატომ აკეთებ?
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „უფრო მეტად ირანში ნავთობის ხელში ჩაგდებას ამჯობინებდა“ და ეს პოტენციური ნაბიჯი ვენესუელაში არსებულ სიტუაციას შეადარა, სადაც აშშ იანვარში ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ნ...


























