გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჟინვალის წყალსაცავზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქე ჟინვალის წყალსაცავზე ძრავიანი ნავიდან თევზჭერას აკრძალული საშუალებების - სახლართი ბადისა და თევზმახის - ე.წ. გოდორის გამოყენებით ახდენდა.
სახლართი ბადის გამოყენება სამოყვარულო და სპორტული (არალიცენზირებადი) თევზჭერისას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რის გამოც მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით - სამას ოციდან ოთხას საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ორიდან ოთხ წლამდე.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781075601

ახალი ამბები

ზუგდიდში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქტომბერში მეზობელმა მეზობელი მოკლა. არსებული ცნობით, 55 წლის კაცს ჭრილობები მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შემთხვევ...

პოლიცია, ლენტი

1781074070

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ირანთან შეთანხმება, შესაძლოა, მომდევნო კვირაში, ან რამდენიმე თვეში გაფორმდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანთან სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა, მომდევნო კვირაში ან რამდენიმე თვეში გაფორმდეს. „ვფიქრობ, ახლა ვართ იმ პოზიციაში, რომ გავაფორმებთ შეთანხმებას...

ჯეი დი ვენსი

1781072942

ახალი ამბები

შალამბერიძე ოპოზიციურ ალიანსზე: ვამბობდით, რომ ეს ალიანსი არჩევნებამდე ვერ მიაღწევდა და ფაქტი სახეზე გვაქვს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები შეაფასა. „ადამიანები, რომლებსაც სამშობლოს სიყვ...

შალამბერიძე

1781070593

ახალი ამბები

მათიკაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ეს არის ბედი იმ ანტიქართული და უსამშობლო ადამიანების, რომელიც აუცილებლად საბოლოო ჯამში დაიშლება, საზოგადოების ნდობა მათ არ გააჩნიათ

ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეm დავით მათიკაშვილმა შეაფასა. „ეს არის ბედი იმ ანტიქართული და უსამშობლო ადამიანების, რომელიც აუ...

დავით მათიკაშვილი

1781068300

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ჩერგოლეიშვილი, ბოკერია და გვარამია ცდილობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნონ და ამ ყველაფერს ტირაჟირებენ

როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ჩერგოლეიშვილი, ბოკერია და გვარამია ცდილობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნონ და ამ ყველაფერს ტირაჟირებენ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თა...

არჩილ გორდულაძე