შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის რეზოლუციის პროექტზე: იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა

იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ უჭერს პარლამენტი მხარს პარტია „საქართველოსთვის“ რეზოლუციის პროექტს, სადაც რუსეთის ანექსიური პოლიტიკის დაგმობას ითხოვენ.

„იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის მილიონი კვადრატული მეტრი ფაქტობრივ გავლენაში გადასცა რუსეთს, ოკუპანტს, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა.

ჩორჩანას საკითხი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის გამოძიების საკითხიც იყო და შეგიძლიათ დასკვნაშიც ნახოთ რა როლი მიუძღვის გაქცეულ გიორგი გახარიას ამ საქმეში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ჩორჩანის საქმეზე 2025 წლის ნოემბერში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ცნობით, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2019 წელს ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ და აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781077331

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი

ბოლო პერიოდში სისხლის სამართლებრივი პატიმრების რაოდენობა გაზრდილია და იცით, რატომ არის გაზრდილი - იმიტომ რომ მიდის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა. თუ არ ვცდები, უკვე 2 ათას ადამიანზე მეტია დაკავებული...

შალვა პაპუაშვილი

1781076974

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ამის წინ ვთქვი, ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი მეთქი და დაიწყეს კიდეც ერთმანეთის დაჭმა. ვუყუროთ. ამით მაინც მივიღოთ პატარა სიამოვნება

ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეაფასა. მისი თქმით, საზოგადოებამ ისე უნდა უყუროს პროცესს, როგორც ფილმს „ცისფერი მთები“. „ამის წინ ვთქვი, ისემც უქნიათ,...

შალვა პაპუაშვილი

1781076794

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევ...

შალვა პაპუაშვილი

1781076594

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიკურია, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ სულ რამდენიმე წელში

საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიკურია, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ სულ რამდენიმე წელში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, მიღწეული...

შალვა პაპუაშვილი

1781075601

ახალი ამბები

ზუგდიდში მეზობელმა მეზობელი მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქტომბერში მეზობელმა მეზობელი მოკლა. არსებული ცნობით, 55 წლის კაცს ჭრილობები მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შემთხვევ...

პოლიცია, ლენტი