შალვა პაპუაშვილი: არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი
ბოლო პერიოდში სისხლის სამართლებრივი პატიმრების რაოდენობა გაზრდილია და იცით, რატომ არის გაზრდილი - იმიტომ რომ მიდის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა. თუ არ ვცდები, უკვე 2 ათას ადამიანზე მეტია დაკავებული ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართულობის გამო, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სისხლის სამართლებრივ დევნას პრევენციული დანიშნულებაც აქვს, რადგან ადამიანები ხედავენ, რომ სახელმწიფოს აქვს მკაცრი პოლიტიკა. მისივე თმით, ნარკოდანაშაულებზე დაკავებები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასაც აწუხებს ციხეში მყოფი ადამიანების რაოდენობის ზრდა, თუმცა ამის საპირწონედ საზოგადოებრივი უსაფრთხოება დგას. პაპუაშვილმა ადმინისტრაციულ დანაშაულებზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება ადმინისტრაციულ მიმართულებას, თუ იგულისხმება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები, პრობლემა პოლიტიკურ მოტივაციაშია, რომელიც აქვთ ადამიანებს დანაშაულის ჩადენისას. ამას თავისი მიზეზები აქვს, ვინაიდან პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები არის წახალისებული, დაფინანსებული და მხარდაჭერილი გარედან. სანამ ეს დაფინანსება და წახალისება არსებობს, ეს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები და გადაცდომებიც მოხდება.
მთავარი გამოწვევა არის, რომ ბრიუსელი და სხვა დედაქალაქები, რომლებიც საქართველოში აქეზებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დარღვევებს, შეწყვიტონ საქართველოს სამართლებრივი სისტემის მართლწესრიგის მოქმედება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წახალისება. არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1781078334
ახალი ამბებისტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
2026 წლის 9 ივნისს, სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო ს...
1781076974
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ამის წინ ვთქვი, ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი მეთქი და დაიწყეს კიდეც ერთმანეთის დაჭმა. ვუყუროთ. ამით მაინც მივიღოთ პატარა სიამოვნება
ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეაფასა. მისი თქმით, საზოგადოებამ ისე უნდა უყუროს პროცესს, როგორც ფილმს „ცისფერი მთები“. „ამის წინ ვთქვი, ისემც უქნიათ,...
1781076794
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის
ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევ...
1781076594
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიკურია, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ სულ რამდენიმე წელში
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიკურია, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ სულ რამდენიმე წელში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, მიღწეული...
1781075601
ახალი ამბებიზუგდიდში მეზობელმა მეზობელი მოკლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქტომბერში მეზობელმა მეზობელი მოკლა. არსებული ცნობით, 55 წლის კაცს ჭრილობები მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შემთხვევ...



























