სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
2026 წლის 9 ივნისს, სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ასევე ქვეყნის უნიკალურ კულტურასა და იდენტობაზე.
„ეროვნული დღე არის სწორედ ის დღე, როდესაც საქართველოს მრავალსაუკუნოვან და მდიდარ ისტორიაზე უნდა დავფიქრდეთ. ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო, საუკუნეების განმავლობაში
ინარჩუნებდა თავის იდენტობას, ენასა და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე, ისაუბრა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობასა და ახლო მეგობრობაზე.
მინისტრის განცხადებით, სტამბოლში გამართული თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა რეგიონული თანამშრომლობის მიმართ საერთო მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საქართველოს თავმჯდომარეობა და ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონში დიალოგის მნიშვნელობას.
„ამჟამად საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა და ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.
ღონისძიების სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა და საქართველოს გენერალურმა კონსულმა სტამბოლში, ალექსანდრე ჯიშკარიანმა. ღონისძიებაზე მიწვეულ საპატიო სტუმართა შორის იყო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი ლაზარ კომანესკუ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესწრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
1781077331
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი
ბოლო პერიოდში სისხლის სამართლებრივი პატიმრების რაოდენობა გაზრდილია და იცით, რატომ არის გაზრდილი - იმიტომ რომ მიდის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა. თუ არ ვცდები, უკვე 2 ათას ადამიანზე მეტია დაკავებული...
1781076974
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ამის წინ ვთქვი, ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი მეთქი და დაიწყეს კიდეც ერთმანეთის დაჭმა. ვუყუროთ. ამით მაინც მივიღოთ პატარა სიამოვნება
ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეაფასა. მისი თქმით, საზოგადოებამ ისე უნდა უყუროს პროცესს, როგორც ფილმს „ცისფერი მთები“. „ამის წინ ვთქვი, ისემც უქნიათ,...
1781076794
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის
ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევ...
1781076594
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიკურია, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ სულ რამდენიმე წელში
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიკურია, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ სულ რამდენიმე წელში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, მიღწეული...
1781075601
ახალი ამბებიზუგდიდში მეზობელმა მეზობელი მოკლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქტომბერში მეზობელმა მეზობელი მოკლა. არსებული ცნობით, 55 წლის კაცს ჭრილობები მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შემთხვევ...


























