GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 3 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 95 %-ით არის გაზრდილი

GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის სამი თვის სტატისტიკას აქვეყნებს. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 3 თვეში, GCCA-ში - 619 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2078 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 95 %-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 80 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 142 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 28 მოვაჭრეს - 48 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 50 325 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 67 საქმეზე - 56 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 35 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას.
ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 80 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5 %, იმერეთი 5 %, ქვემო ქართლი 3 %, კახეთი 2 %, სამეგრელო ზემო-სვანეთი 1 % და სხვ.

მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 201 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 176, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 140, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 39, ხოლო სხვა დანარჩენზე - 63. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 68 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12 %, განთავსება და საკვების მიწოდება 2 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 16 %.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775197733

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტ-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განახლებული ავტოპარკი და ახალი მოძრავი ლაბორატორიები დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე მოადგილესთან, შალვა თადუმაძესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია და განახლებული ავტოპარკი, მათ შორის ახალი მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორ...

შსს

1775197330

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფქვილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა და...

დავით სონღულაშვილ

1775196316

ახალი ამბები

„ცივი იარაღის გამოყენებით, ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - დაკავებულია 22 წლის პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დაა...

დაკავებადაკავება

1775193936

ახალი ამბები

საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მოწვევით, დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაცია  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ორი დღის წინ გაავრცელა. „ამა წლი...

ეკლესია

1775193898

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ძაღლების ხოცვასთან ერთად ადამიანებს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩაში და ეს ადამიანები ცდილობენ ჰუმანისტის მანტიები მოირგონ და დეზინფორმაციით საზოგადოება აღაშფოთონ

ხალხის სენსიტიური დამოკიდებულება გამოიყენეს რადიკალურმა ჯგუფებმა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის...

დავით მათიკაშვილი