გეკა გელაძემ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განახლებული ავტოპარკი და ახალი მოძრავი ლაბორატორიები დაათვალიერა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე მოადგილესთან, შალვა თადუმაძესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია და განახლებული ავტოპარკი, მათ შორის ახალი მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორიები დაათვალიერა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახალი, მაღალტექნოლოგიური მოძრავი ლაბორატორიები შემთხვევის ადგილის დროული და მაღალკვალიფიციური დათვალიერების საშუალებას იძლევა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დანაშაულის ოპერატიულად გახსნისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის პროცესში.
თავის მხრივ, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა – თენგიზ სისაურმა განაცხადა, რომ განახლებული აღჭურვილობა და მოძრავი ლაბორატორიები მნიშვნელოვნად გააძლიერებს მტკიცებულებების სწრაფი ამოღებასა და პირველადი კვლევის ჩატარების შესაძლებლობას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონული დანაყოფებისთვის, ახალი ავტომობილები და ორი ერთეული თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორია შეიძინა. მოძრავ ლაბორატორიებში ინტეგრირებულია: სპეციალური სამუშაო სივრცეები და სათავსოები, დაქტილოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური კვლევის აღჭურვილობა და ქიმიურ რადიაციული მიმართულების თანამედროვე აპარატურა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1775197733
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტ-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განახლებული ავტოპარკი და ახალი მოძრავი ლაბორატორიები დაათვალიერა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე მოადგილესთან, შალვა თადუმაძესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია და განახლებული ავტოპარკი, მათ შორის ახალი მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორ...
1775197330
საზოგადოებადავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფქვილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა და...
1775196316
ახალი ამბები„ცივი იარაღის გამოყენებით, ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - დაკავებულია 22 წლის პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დაა...
1775193936
ახალი ამბებისაპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მოწვევით, დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ორი დღის წინ გაავრცელა. „ამა წლი...
1775193898
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ძაღლების ხოცვასთან ერთად ადამიანებს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩაში და ეს ადამიანები ცდილობენ ჰუმანისტის მანტიები მოირგონ და დეზინფორმაციით საზოგადოება აღაშფოთონ
ხალხის სენსიტიური დამოკიდებულება გამოიყენეს რადიკალურმა ჯგუფებმა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის...





























