დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფქვილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები, მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობას, ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფას და ხორბლის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. შეხვედრაზე ფერმერების საჭიროებებზე, წარმოების ეფექტიანობის ამაღლების გზებსა და სახელმწიფოს მხარდაჭერის მექანიზმების შემდგომ განვითარებაზე იმსჯელეს.დავით სონღულაშვილის თქმით, დარგთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და ფერმერების საჭიროებების დროული გათვალისწინების მიზნით, სამინისტროში შეიქმნება მინისტრთან არსებული დარგობრივი საბჭოები.„მინისტრთან არსებული დარგობრივი საბჭოები მოგვცემს შესაძლებლობას, სისტემატურად შევხვდეთ დარგის წარმომადგენლებს და ერთად განვიხილოთ არსებული გამოწვევები და საჭიროებები. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას, არსებული პრობლემების დროულ იდენტიფიცირებას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას. მეხორბლეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დარგში ჩართული თითოეული რგოლის მოსაზრებები იყოს განხილული“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებმა მინისტრის ინიციატივა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგში არსებული გამოწვევების გადაჭრას.„განვიხილეთ მიმდინარე პროცესები, რომლებიც მსოფლიო ტენდენციების გავლენით ვითარდება და ასახვას პოულობს როგორც რეგიონში, ისე საქართველოში, მათ შორის ხორბლის, ფქვილისა და პურის ფასებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევების ფონზე შევინარჩუნოთ ბაზრის სტაბილურობა. შეხვედრაზე გავაჟღერეთ კონკრეტული წინადადებები და ვიმსჯელეთ მათი განხორციელების გზებზე. ასევე, შევთანხმდით, რომ დარგობრივი საბჭოების შექმნა იქნება ეფექტიანი პლატფორმა, სადაც რეგულარულად განვიხილავთ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებს“, - აღნიშნა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და ლაშა დოლიძე, ასევე, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775196316

ახალი ამბები

„ცივი იარაღის გამოყენებით, ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - დაკავებულია 22 წლის პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დაა...

დაკავებადაკავება

1775193936

ახალი ამბები

საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მოწვევით, დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაცია  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ორი დღის წინ გაავრცელა. „ამა წლი...

ეკლესია

1775193898

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ძაღლების ხოცვასთან ერთად ადამიანებს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩაში და ეს ადამიანები ცდილობენ ჰუმანისტის მანტიები მოირგონ და დეზინფორმაციით საზოგადოება აღაშფოთონ

ხალხის სენსიტიური დამოკიდებულება გამოიყენეს რადიკალურმა ჯგუფებმა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის...

დავით მათიკაშვილი

1775193822

ახალი ამბები

გია ვოლსკი: სცენარი უცვლელია - ქართული ეკლესიის შერყევა არ არის ახალი ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს

სცენარი უცვლელია. ზოგადად, ქართული ეკლესიის შერყევა არ არის ახალი ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმი...

გია ვოლსკი

1775192975

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა...

მზიანი ამინდი