შინაგან საქმეთა მინისტრმა საექსპერტ-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განახლებული ავტოპარკი და ახალი მოძრავი ლაბორატორიები დაათვალიერა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე მოადგილესთან, შალვა თადუმაძესთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ეწვია და განახლებული ავტოპარკი, მათ შორის ახალი მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორიები დაათვალიერა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო პროცესში კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახალი, მაღალტექნოლოგიური მოძრავი ლაბორატორიები შემთხვევის ადგილის დროული და მაღალკვალიფიციური დათვალიერების საშუალებას იძლევა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს
შეასრულებს დანაშაულის ოპერატიულად გახსნისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის პროცესში.
თავის მხრივ, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა – თენგიზ სისაურმა განაცხადა, რომ განახლებული აღჭურვილობა და მოძრავი ლაბორატორიები მნიშვნელოვნად გააძლიერებს მტკიცებულებების სწრაფი ამოღებასა და პირველადი კვლევის ჩატარების შესაძლებლობას, საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისად.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონული დანაყოფებისთვის, ახალი ავტომობილები და ორი ერთეული თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორია შეიძინა. მოძრავ ლაბორატორიებში ინტეგრირებულია: სპეციალური სამუშაო სივრცეები და სათავსოები, დაქტილოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური კვლევის აღჭურვილობა და ქიმიურ-რადიაციული მიმართულების თანამედროვე აპარატურა.
1775196316
ახალი ამბები„ცივი იარაღის გამოყენებით, ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - დაკავებულია 22 წლის პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დაა...
1775193936
ახალი ამბებისაპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მოწვევით, დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ორი დღის წინ გაავრცელა. „ამა წლი...
1775193898
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ძაღლების ხოცვასთან ერთად ადამიანებს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩაში და ეს ადამიანები ცდილობენ ჰუმანისტის მანტიები მოირგონ და დეზინფორმაციით საზოგადოება აღაშფოთონ
ხალხის სენსიტიური დამოკიდებულება გამოიყენეს რადიკალურმა ჯგუფებმა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის...
1775193822
ახალი ამბებიგია ვოლსკი: სცენარი უცვლელია - ქართული ეკლესიის შერყევა არ არის ახალი ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს
სცენარი უცვლელია. ზოგადად, ქართული ეკლესიის შერყევა არ არის ახალი ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმი...
1775192975
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
3 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა...






























