გეკა გელაძე: ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში

ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში, - განაცხადა შს მინისტრმა, გეკა გელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო 9 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი.

„მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ამ მხრივ, საქართველოშიც იგივე პრობლემები გვაქვს. ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით, ჩვენ შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში. მხოლოდ ბოლო 9 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. როდესაც ვსაუბრობთ სტრუქტურულ გაძლიერებაზე, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ რამდენიმე თვის წინა ჩვენს ნარკომანიასთან ბრძოლის დანაყოფს დავუმატეთ დანაყოფები ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ეს ეხება, როგორც სახმელეთო, ასევე, საჰაერო თუ საფოსტო, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.

ნარკოდანაშაულში ჩართული ადამიანები ხშირად იყენებენ საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფანს, სწორედ ამ დანაყოფების საქმიანობამ ძალიან შედეგი გამოიღო, რაც ნამდვილად საამაყოა. გარდა ამისა, ძალიან დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შემოტანა იქნა აღკვეთილი ამ დანაყოფების მხრიდან, რომელიც საქართველოს ბაზარზე უნდა დარჩენილიყო და შემდეგ რეალიზაციაში გაშვებულიყო“, - აღნიშნა მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772478039

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა დანია მეორედაც დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დანიის ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - ანგარიშით 89:60. ამით საქართველოს...

საქართველოს ნაკრებმა დანია მეორედაც დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა

1772477192

მსოფლიო

ნატოს გენმდივანი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებებს მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ალიანსი კონფლიქტში არ ჩაერთვება

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ქმედებებს მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ამცირებს თეირანის შესაძლებლობას, ხელში ჩაიგდოს ბირთვული და ბალისტიკური რაკეტე...

მარკ რუტე

1772474514

მსოფლიო

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების ოთხი მიზანი დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციის ოთხი მიზანი დაასახელა. კერძოდ, ესენია: ქვეყნის სარაკეტო შესაძლებლობების განადგურება, მისი საზღვაო ძალებ...

 დონალდ ტრამპმა

1772472790

ახალი ამბები

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კატარმა თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება შეაჩერა

კატარის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია QatarEnergy-მ 2 მარტს, ინდუსტრიულ ქალაქ რას ლაფანში მის ობიექტზე ირანის თავდასხმის შემდეგ, თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება შეაჩერა, ნათქვამია კომპანიის მიერ...

 ბუნებრივი აირი

1772470151

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „ნაცების ნარჩენების ერთობა“ - ასე შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა, პრინციპში, არც არასოდეს დაშლილან, მუდამ ერთიანები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში

„ნაცების ნარჩენების ერთობა“ - ასე მარტივად შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ოპოზიციური პარტიე...

ირაკლი კირცხალია