ბაჩო ოდიშარია: ახლო აღმოსავლეთის მოვლენებზე გაკეთებული მთავრობის განცხადება არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე მორგებული. აღსანიშნავია ყველა ოპოზიციური მედიის დეზინფორმაციული გაშუქება, ასეთია მეხუთე კოლონის ფუნქცია
ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე გაკეთებული მთავრობის განცხადება არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე საუკეთესოდ მორგებული, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია.
ოდიშარია ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკას. ცალკე აღნიშნავს ოპოზიციური მედიების ინტერპრეტაციებს ამ საკითხის მიმართ და წერს, რომ მათ „სათაურებში მხოლოდ ირანის მისამართით სამძიმარი გამოიტანეს და ისრაელის და მთლიანად რეგიონის მიმართ გაკეთებული კომენტარი „ფეიკ ნიუსის“ საუკეთესო ტრადიციებში გააქრეს“.
მისივე თქმით, ქვეყანა, რომელიც ცეცხლს არ ეთამაშება და ზრუნავს საკუთარი მოქალაქეების მშვიდობაზე, არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მომავალი, რასაც უზრუნველყოფს ხელისუფლება და მისივე თქმით, ამას ებრძვიან გამალებით უსამშობლოები.
„ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე გაკეთებული მთავრობის განცხადება არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე საუკეთესოდ მორგებული, რაზედაც რასაკვირველია უცხო ქვეყნის პატრიოტი უსამშობლოები განრისხდნენ, როგორ თუ კონფლიქტის მხარე არ ავირჩიეთ და სტაბილურობაზე ვორიენტირდით. ეს არსებები ხომ ღიად ითხოვენ ომში ვიყოთ, პარალელურად კი ნახევარი დღით რომ შუქი ქრება ქალაქში დიდთოვლობისას, ისტერიკაში ვარდებიან, როგორ განვაგრძოთ ცხოვრება ასეთ პირობებშიო. ამასთან, აღსანიშნავია უკლებლივ ყველა ოპოზიციური მედიის - ამ აგენტურული ქსელის - დეზინფორმაციული გაშუქება მთავრობის განცხადების, სადაც სათაურებში მხოლოდ ირანის მისამართით სამძიმარი გამოიტანეს და ისრაელის და მთლიანად რეგიონის მიმართ გაკეთებული კომენტარი ფეიკ ნიუსის საუკეთესო ტრადიციებში გააქრეს. ნუ, რა გასაკვირია, ასეთია მეხუთე კოლონის ფუნქცია, რასაც ზედმიწევნით ასრულებენ თავიანთი პატრონების საამებლად. ქვეყანა, რომელიც ცეცხლს არ ეთამაშება და ზრუნავს საკუთარი მოქალაქეების მშვიდობაზე, არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მომავალი. ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება და ამას ებრძვიან გამალებით უსამშობლოები“, - წერს ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.
1772454518
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ სტარმერით იმედგაცრუებულია
დონალდ ტრამპმა The Telegraph-ს განუცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ კირ სტარმერით, რადგან ბრიტანეთის პრემიერმა ამერიკელებს ირანზე დარტყმების განსახორციელებლად ბაზის „დიეგო გარსია“ გამოყენების უფლებ...
1772452609
საზოგადოებავარდენ მაჭავარიანი 3 თვეა დებატებში იწვევს მმართველ გუნდს - „ტვ იმედმა“ მას დებატში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა, ვარდენმა უარი განაცხადა
ოპოზიციონერმა ვარდენ მაჭავარიანმა, რომელიც სამი თვეა მმართველ გუნდს დებატებში იწვევს, „იმედის“ შეთავაზებაზე დებატებში მონაწილეობის შესახებ, უარი განაცხადა. მაჭავარიანის თქმით, კარგია, რომ პრემიერ-მინი...
1772452233
მსოფლიოPOLITICO: აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემდეგ, ევროპა ენერგორესურსებზე ფასების ზრდისთვის ემზადება
აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემდეგ, ევროპა ენერგორესურსებზე ფასების ზრდისთვის ემზადება, - სტატიას ამ სათაურით Politico აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ ეს გაზრდის ზეწოლას ბლოკის ისედაც მძიმე ეკონომიკურ მ...
1772447916
მსოფლიოისრაელი ირანის დაზვერვის მაღალჩინოსნების ლიკვიდაციის შესახებ იუწყება
ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, რომ ისრაელის საკითხებში ირანის დაზვერვის მინისტრის მოადგილე საიდ იაჰია ჰამიდი მოკლეს. მათივე თქმით, ასევე მოკლულია ჯალალ პურ ჰოსეინი - დაზვერვის სამინისტროს ჯაშუშო...
1772446834
საზოგადოებანინო წილოსანი: სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული - „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში
სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული - „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპ...



























