ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კატარმა თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება შეაჩერა
კატარის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია QatarEnergy-მ 2 მარტს, ინდუსტრიულ ქალაქ რას ლაფანში მის ობიექტზე ირანის თავდასხმის შემდეგ, თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება შეაჩერა, ნათქვამია კომპანიის მიერ CNN-ისთვის გაზიარებულ განცხადებაში.
საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy-ის უფროსი ანალიტიკოსის პერ მაგნუს ნისვინის თქმით, კატარის, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტიორის, გადაწყვეტილებას მთელ მსოფლიოში მიწოდებებზე „დომინოს“ ეფექტი ექნება.
„მიწოდების ჯაჭვში ნებისმიერი დარღვევა, მათ შორის ეს გათიშვა, ფუნდამენტურ გავლენას მოახდენს (გლობალურ) ბაზარზე“, - განუცხადა მან CNN-ს და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად დაზარალდება აზიაში, რომელიც კატარის თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი მყიდველია, და ასევე ევროპაში გადაზიდვები.
ნიდერლანდების ბუნებრივი აირის ფასი 2 მარტის შუადღის ვაჭრობისას თითქმის 48%-ით გაიზარდა. თუმცა, ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის ჭარბი მიწოდების გათვალისწინებით, ნისვინის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფასებმა 2022 წლის „უკიდურეს მაქსიმუმს“ მიაღწიოს, როდესაც ევროპა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
ირანული დრონის სამიზნე დოჰას სამხრეთით, მესაიდში მდებარე ელექტროსადგურთან ერთად QatarEnergy-ის ობიექტიც გახდა. ნისვინის თქმით, რას ლაფანში „შათდაუნი“, სავარაუდოდ, ოპერაციული მიზეზებით მოხდა.
აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, კატარი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი თხევადი ბუნებრივი აირის მწარმოებელია, რომელიც გლობალური ექსპორტის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
1772466467
ახალი ამბებიმეუფე შიო: ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ერი ინარჩუნებს საოცარ, უმთავრეს და უდიდეს საუნჯეს, რაც ღვთისგან გვებოძა – მართლმადიდებელ სარწმუნოებას
„ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ერი ინარჩუნებს საოცარ, უმთავრეს და უდიდეს საუნჯეს, რაც ღვთისგან გვებოძა – მართლმადიდებელ სარწმუნოებას… ჩვენი ერი ერთგულია მართლმადიდებელი ეკლესიისა“, - განაცხადა საპატრიარქ...
1772465340
ახალი ამბებიპროკურატურამ ფალსიფიკაციის და ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ფალსიფიკაციის და დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ფინანს...
1772463704
მსოფლიოირანული მედიის ცნობით, ხამენეის ცოლი ისრაელ-აშშ-ის საჰაერო იერიშების შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა
ირანული მედიის ცნობით, უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე მანსურე ხოჯასტე გარდაიცვალა. ის 28 თებერვალს ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის ოფისზე განხორციელებული დარტყმების შემდ...
1772462403
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზ...
1772460456
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ასეთ ეკლექტურ ე.წ. პოლიტიკურ დაჯგუფებებს რაც შეიძლება აერთიანებდეს, არის საკუთარი ქვეყნის სიძულვილი, მათ ამ გაერთიანების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ
„ასეთ ეკლექტურ ე.წ დაჯგუფებებს, რაც შეიძლება აერთიანებდეს, არის საკუთარი ქვეყნის სიძულვილი. მათ არანაირი პერსპექტივა, აი, ამ გაერთიანების, რა თქმა უნდა, არ გააჩნიათ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დ...































