ჯაბა ხუბუა: ვარდენ მიხეილის ძე მაჭავარიანმა, ჯერ ტანზე შემოიხია, მედებატეთო, მაგრამ როგორც კი შეეხმიანნენ - გამო, რისი თავი გაქვსო, მოიქცა ისე, როგორც რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საოკუპაციო ხაზთან - ეგრევე „დაზადნა“
ვარდენ მიხეილის ძე მაჭავარიანმა, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტი წარმომადგენელი ბედკრული აკაცუკეთისა, ჯერ ტანზე შემოიხია, - თუ ჩემსავით კაი მამის შვილები ხართ, გამოდით და მედებატეთო, მაგრამ როგორც კი შეეხმიანნენ, - აბა, გამო, რისი თავი გაქვსო, მოიქცა ისე, როგორც რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ატოცის საოკუპაციო ხაზთან, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ვარდენ მაჭავარიანმა, დებატებში მონაწილეობის შეთავაზებისთანავე უკან დაიხია. ხუბუას თქმით, მიხეილ მაჭავარიანი, ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში არჩევნების გამყალბებლის დიდოსტატის სახელით არის შესული, მისმა შვილმა კი მართალია ეს წოდება ვერ მიიღო, თუმცა, დებატებს მაინც ისწავლის და შემდეგ მივა „იმედში“.
„ვარდების რევოლუცია ხომ ყველამ ვიცით, მაგრამ იცით, რა არის ვარდენის ევოლუცია? ვარდენ მიხეილის ძე მაჭავარიანმა, რომელიც გახლავთ ჭეშმარიტი წარმომადგენელი ბედკრული აკაცუკეთისა, ჯერ ტანზე შემოიხია,- თუ ჩემსავით კაი მამის შვილები ხართ, გამოდით და მედებატეთო, მაგრამ როგორც კი შეეხმიანნენ,- აბა, გამო, რისი თავი გაქვსო, მოიქცა ისე, როგორც რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ატოცის საოკუპაციო ხაზთან - ეგრევე დააუკანალა, ანუ, ოკუპანტის ენის გამოყენებას თუ გავრისკავთ, დაზადნა. მამამისი, მიშა მაჭავარიანი, ქართულ პოლიტისტორიაში არჩევნების გაყალბების დიდოსტატის სახელით არის შესული (ხათუნა გოგორიშვილთან ტანდემში), ვარდენი კი არჩევნების გამყალბებელი თუ ვერ გამოვიდა, დებატებს მაინც ისწავლის (იდებატე, ჩემი ვარდენ, მტერს დაასე ისარი...) და მერე მივა ,,იმედში“... და ეს როდის მოხდება? როცა რომან გოცირიძე ხეზე ავა“, - წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.
1772454518
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ სტარმერით იმედგაცრუებულია
დონალდ ტრამპმა The Telegraph-ს განუცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ კირ სტარმერით, რადგან ბრიტანეთის პრემიერმა ამერიკელებს ირანზე დარტყმების განსახორციელებლად ბაზის „დიეგო გარსია“ გამოყენების უფლებ...
1772452609
საზოგადოებავარდენ მაჭავარიანი 3 თვეა დებატებში იწვევს მმართველ გუნდს - „ტვ იმედმა“ მას დებატში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა, ვარდენმა უარი განაცხადა
ოპოზიციონერმა ვარდენ მაჭავარიანმა, რომელიც სამი თვეა მმართველ გუნდს დებატებში იწვევს, „იმედის“ შეთავაზებაზე დებატებში მონაწილეობის შესახებ, უარი განაცხადა. მაჭავარიანის თქმით, კარგია, რომ პრემიერ-მინი...
1772452233
მსოფლიოPOLITICO: აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემდეგ, ევროპა ენერგორესურსებზე ფასების ზრდისთვის ემზადება
აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემდეგ, ევროპა ენერგორესურსებზე ფასების ზრდისთვის ემზადება, - სტატიას ამ სათაურით Politico აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ ეს გაზრდის ზეწოლას ბლოკის ისედაც მძიმე ეკონომიკურ მ...
1772447916
მსოფლიოისრაელი ირანის დაზვერვის მაღალჩინოსნების ლიკვიდაციის შესახებ იუწყება
ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, რომ ისრაელის საკითხებში ირანის დაზვერვის მინისტრის მოადგილე საიდ იაჰია ჰამიდი მოკლეს. მათივე თქმით, ასევე მოკლულია ჯალალ პურ ჰოსეინი - დაზვერვის სამინისტროს ჯაშუშო...
1772446834
საზოგადოებანინო წილოსანი: სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული - „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში
სააკაშვილის და ნაცების ჟრიამული - „ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ სხვა არაფერია, თუ არა დაუოკებელი სურვილი, ბომბების ხმა ესმოდეთ საქართველოში, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპ...



























