გეკა გელაძემ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარადგინა

 შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ კახეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახლადდანიშნული დირექტორი – გიორგი ოთარაშვილი წარუდგინა.

როგორც შსს-ის განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრმა ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ხოლო, კახეთის პოლიციის ყოფილ დირექტორს, ლაშა გოგნიაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

შინაგან საქმეთა მინისტრი კახეთის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია – მათ შორის, დაათვალიერა თელავში მდებარე მომსახურების სააგენტოს სამუშაო სივრცეები, ტექნიკა, აღჭურვილობა და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. გეკა გელაძემ მადლობა გადაუხადა მათ გაწეული ღირსეული სამსახურისთვის.

კახეთში გამართულ სამუშაო შეხვედრებს მინისტრთან ერთად, ასევე, ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და მოადგილე გიორგი სახოკია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765702602

ახალი ამბები

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს ს...

მოძრაობა

1765701005

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო...

გუდაური-კობი

1765700148

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო - დაკავებულია 5 პირი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

ნარკოტიკი

1765694872

მსოფლიო

აშშ-ში, უნივერსიტეტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

 როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში, აივი ლიგის ელიტურ სკოლაში, ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღნი...

აშშ-ში, უნივერსიტეტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა