სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა.

პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასევე დაშავდა სამი ჯარისკაცი.

როგორც აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა აღნიშნა, თავდამსხმელი განეიტრალებულია.

აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აღნიშნა, რომ ეს არის თავდასხმა სირიასა და აშშ-ზე და შურისძიება სერიოზული იქნება.

„ჩვენ ვგლოვობთ სირიაში სამი დიდი ამერიკელი პატრიოტის, ორი ჯარისკაცისა და ერთი თარჯიმნის დაკარგვას. ასევე, ვლოცულობთ სამი დაჭრილი ჯარისკაცისთვის, რომლებიც, როგორც ახლახან დადასტურდა, კარგად არიან. ეს იყო „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმა აშშ-სა და სირიაზე, სირიის ძალიან საშიშ ნაწილში, რომელსაც ისინი სრულად არ აკონტროლებენ. სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა უკიდურესად გაბრაზებული და შეშფოთებულია ამ თავდასხმით. იქნება ძალიან სერიოზული შურისძიება“, – წერს ტრამპი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765638266

საზოგადოება

ირაკლი ჭეიშვილი: დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ევროპაზე იმას საუბრობს, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით - კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა ყველაფერს

 დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ევროპაზე იმას საუბრობს, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა. „დ...

ირაკლი ჭეიშვილი

1765636071

საზოგადოება

მათიკაშვილი: არაერთგზის ვამხილეთ ევროპული პოლიტიკური სისტემა, რომლის დანიშნულებაც არა დემოკრატიის მხარდაჭერა, არამედ ენჯეოსექტორის გამოყენებით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ექსტრემიზმის წახალისებაა

„არაერთგზის ვამხილეთ ევროპული პოლიტიკური სისტემა, რომლის დანიშნულებაც არა დემოკრატიის მხარდაჭერა, არამედ ენჯეოსექტორის გამოყენებით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ექსტრემიზმის წახალისებაა“, - ამის შე...

დავით მათიკაშვილი

1765633005

საზოგადოება

საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

თბილისში, საქართველოს და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-8 რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონ...

საგარეო საქმეთა

1765631173

საზოგადოება

მეუფე შიო: ჩვენი ერი სწორედ ის ერია, რომელიც გაანათლა ქრისტეს ჭეშმარიტი სინათლით მრავალი წმინდანის შრომამ და ღვაწლმა. მათ დაამკვიდრეს და განამტკიცეს ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ერის ცნობიერებასა და ისტორიულ მეხსიერებაში

ჩვენი ერი სწორედ ის ერია, რომელიც გაანათლა ქრისტეს ჭეშმარიტი სინათლით მრავალი წმინდანის შრომამ და ღვაწლმა... მათ დაამკვიდრეს და განამტკიცეს ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ერის ცნობიერებასა და ისტორიულ...

ლლლ

1765625802

სპორტი

სპორტის მინისტრი იაპონიაში საქართველოს ძიუდოს ნაკრების საწვრთნელ შეკრებას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე იაპონიაში ოფიციალური ვიზიტისას ქართველი ძიუდოისტებს საწვრთნელ შეკრებას დაესწრო. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ძიუდოისტებს მომავალ ასპარეზობებში...

სპორტის მინისტრი