გეკა გელაძემ შსს-ს მედლებით „მამაცობისთვის“, სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის 88 თანამშრომელი დააჯილდოვა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამინისტროს მედლებით „მამაცობისთვის“, სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის 88 თანამშრომელი დააჯილდოვა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის.
„მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ გიორგობის დღესასწაულს და კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა, გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ დაუღალავი შრომისთვის, რასაც ყოველდღიურად ეწევით ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
თქვენ ნამდვილად ხართ ის ღირსეული პოლიციელები, რომელთა სიფხიზლე და თავდადება უზრუნველყოფს ჩვენი და ჩვენი შვილების გარანტირებულ, უსაფრთხო მომავალს.
დღევანდელი დღეც არის სიმბოლური ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ იმ საქმეს, რასაც თქვენ ხშირად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ემსახურებით – იცავთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ამყარებთ ქვეყანაში წესრიგს!“ - განაცხადა შს მინისტრმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლებმა ჯილდოები სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიების დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის მიიღეს.
1763877183
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტმა 49 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 49 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 14 არასაპატიმრო და 34 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 1 პირს მოეხსნა ნასამართლობ...
1763843408
ახალი ამბებისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება. საქართველოში გიორგობას ორჯერ აღნიშნავენ. 6 მაისი დიდმოწამე გიორგის აღსრულები...
1763840852
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“ გადახედვას საჭიროებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ წარდგენილი „სამშვიდობო გეგმა“ კარგი საფუძველია სამუშაოდ, თუმცა მისი გადახედვა ევრ...
1763838917
ახალი ამბებიგიორგი კახიანი „ლელოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ბრიუსელის კაბინეტებში დარბიან, ცდილობენ თავიანთი პატრონების დამატებითი მხარდაჭერა მოიპოვონ და ქვეყანა დააზიანონ - მათთვის ქვეყნის ინტერესები მეათეხარისხოვანია
გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპულ სახელმწიფოებში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრაქტიკა განიხილეს. გადაცემის სტუმარმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ჩეხეთის მაგალით...
1763834363
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ომის დაწყების შემდეგ რა პროვოკაცია არ მოგვიწყვეს, რა არ გვაკადრეს, როგორ არ გვაშანტაჟეს, რა არ დაგვაბრალეს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ გავწირეთ!
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია უკრაინის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ოპონენტები არც იმჩნევენ ამ ვითარებას. მისი განცხადებით, რ...




























