მაკრონი აცხადებს, რომ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“ გადახედვას საჭიროებს

 საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ წარდგენილი „სამშვიდობო გეგმა“ კარგი საფუძველია სამუშაოდ, თუმცა მისი გადახედვა ევროპელების მონაწილეობითაა საჭირო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„არსებობს სამშვიდობო გეგმა, რომელიც საკმაოდ ნაცნობ იდეებს მოიცავს, მიუხედავად იმისა, გახმაურდა თუ არა ისინი. ეს კარგია იმით, რომ ის გვთავაზობს მშვიდობას და აღიარებს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებში მნიშვნელოვან ელემენტებს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს სამხრეთ აფრიკაში G20-ის შეხვედრაზე.

„მაგრამ ეს არის სამუშაოს საფუძველი, რომელიც გადახედვას საჭიროებს, როგორც ეს გასულ ზაფხულს გავაკეთეთ, რადგან ეს გეგმა, უპირველეს ყოვლისა, ევროპელებთან არ ყოფილა შეთანხმებული“, - აღნიშნა მაკრონმა.

„მაგრამ ის ევროპელებისთვის ბევრ რამეს ითვალისწინებს. გაყინული აქტივები ევროპელების ხელშია. უკრაინის ევროპული ინტეგრაცია ევროპელების ხელშია. ნატოს ქმედებების ცოდნა ნატოს წევრების ხელშია. ამიტომ ბევრი რამ არ შეიძლება იყოს უბრალოდ ამერიკული წინადადება; ისინი უფრო ფართო კონსულტაციებს მოითხოვს“, - დასძინა მაკრონმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763824811

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: სრულიად ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში - საქართველოს შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს გამონაკლისები

 „სრულიად ვეთანხმები ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ყველა ქვეყნის ბედი უნდა წყდებოდეს საკუთარ ქვეყანაში“, - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე. როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ევროპელ ლიდერებს უნდა ა...

გიორგი გამსახურდია

1763820973

ახალი ამბები

სამხარაძე: ის ხალხი სად ხართ, Слава Украине-ს რომ გაიძახოდით? მოუსმინეთ კლოუნი ზელენსკის გუშინდელ მიმართვას? ხალხს რომ ატყუებდით, უკრაინა ომს იგებსო, საომრად რომ ეპატიჟებოდით ქართველებს - თქვენს კისერზეა იმ ქართველების სისხლი, უკრაინას ვინც შეეწირა

 „ის ხალხი სად ხართ, Слава Украине (დიდება უკრაინას) რომ გაიძახოდით? ტერმინის, რომელიც ეკლესიის მტრების, გლობალური ომის პარტიის მიერაა შექმნილი. ქართული დროშა რომ არასდროს აღგიმართავთ და უკრაინის დროშ...

დიმიტრი სამხარაძე

1763818610

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

 სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ეხმიანება უწყების მიმართ „მიმდინარე მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში კვება, სამედიც...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1763814458

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს არჩევნებში ჩარევის ინტერესი დიდია, ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე

 არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, რათა უცხო იურისდიქციაში ვინმემ არ სცადოს ემიგრანტების იარაღად გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მათზე ზეწოლით, – ამის შესახებ საქარ...

შალვა პაპუაშვილი

1763807184

ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების სარდლობას 26 წლის იუბილე მიულოცა

 საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 26 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩ...

თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების სარდლობას 26 წლის იუბილე მიულოცა