ლევან მაჭავარიანი: ჩვენი ეკონომიკისთვის მიყენებულ ზარალს არავინ აანაზღაურებდა, სხვა გზა არ გვქონდა, უნდა გაგვეგრძელებინა ვაჭრობა, მაგრამ საქართველო ვერ იქნებოდა გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის კუთხით

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, როდის წამოვიდა ჩვენზე წნეხი 2022 წელს, ზუსტად იმ დღიდან, როდესაც დაიწყო უკრაინაში რუსეთის აგრესია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ერთ-ერთი საკითხი იყო, თუ რატომ არ ვუწესებდით ჩვენ რუსეთს სანქციებს, რაზედაც შემდეგ ამბობდნენ ევრობიურობრატები, ჩვენ ამას არ ვითხოვდითო და თვითონვე მოახდინეს თავიანთი თავის ლუსტრირება, როდესაც უკვე რეზოლუციებში ასახეს ეს მოთხოვნა. მინდა, ჩვენ საზოგადოებას შევახსენო, რომ იმ წელს, თუ არ ვცდები, 200 მილიარდზე მეტი ივაჭრა თვითონ ევროკავშირმა რუსეთთან. ეს ძალიან სამწუხაროა. საქართველოს ეკონომიკა სამწუხაროდ, რუსეთზე მეტწილად არის დამოკიდებული და ჩვენ რომ შეგვეჩერებინა ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობა, ჩვენი ეკონომიკა, რაც დათვლილი გვაქვს, სულ მცირე, მინუს 10%-ით წავიდოდა უკან და დაინგრეოდა ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ არ გვიცავს არც ევროკავშირის ასე ვთქვათ, ქოლგა, შესაბამისად, არავინ არ აანაზღაურებდა ამ ზარალს და ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, უნდა გაგვეგრძელებინა ვაჭრობა, მაგრამ რა თქმა უნდა, საქართველო ვერ იქნებოდა გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის კუთხით რუსეთისთვის. მინდა, საზოგადოებას ესეც შევახსენო, როგორ აბრალებდნენ ამ ყველაფერს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, მათი „ენჯეო“ ორგანიზაციები, ვისაც ჩვენ მდიდარ „ენჯეოებს“ ვეძახით, მათი აქტივისტები, რიგი ევრობიუროკრატები, პარტია EPP, რომელმაც თურმე, დღეს მიიწერა წერილი ევროპულ საბჭოში. ჩვენ მადლობა მივიღეთ არა ერთგზის ევროკავშირისგანაც, ბრიტანეთისგანაც და აშშ-სგანაც, როდესაც მათი სანქციების კოორდინატორები იყვნენ საქართველოში ჩამობრძანებული და დაადასტურეს, რომ საქართველო ძალიან მაღალ დონეზე მუშაობს ამ მიმართულებითაც“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ამ განცხადებით, ლევან მაჭავარიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს ევროკავშირის ბრალდებებს, თითქოს, საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს აძლიერებს, როცა თავად ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან უკრაინაში მიმდინარე ომისა და დაწესებული სანქციების ფონზე.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც უკრაინაში ტრაგედია ტრიალებს, ასეთ რეჟიმში უწევს მუშაობა, თუმცა საქართველოს მოქალაქეები ძალიან გამოცდილი არიან, რადგან ზოგადად, საზოგადოებამ ისეთი ბოლო 35 წელი გაიარა, ქართველებს გამოცდილება არ აკლდათ, მით უმეტეს, ამ 4 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა მოსახლეობა და თეთრს და შავს ძალიან მარტივად არჩევს.

შეკითხვაზე, რა შანსები აქვს ევროპის სახალხო პარტიას თავისი განცხადებით, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, რითაც EPP ევროკომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, მათი შანსები ნულოვანია.

„ყველაფერი დადასტურებულია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ძალიან გამართულად ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც. შესაბამისად, ახლა ეს რას ემსახურება, სიმართლე გითხრათ, ვერც ვხვდები. შეიძლება, ძალიან ჩამორჩნენ ისინი, „ნიუსებს“ არ კითხულობენ და არ ეცნობიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვერანაირ შედეგს ეს ვერ გამოიღებს, მორიგი სიცრუის ტირაჟირებაა და კვლავ დადასტურდება, რომ ეს არის სიცრუე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
შეკითხვაზე, შეგვიძლია თუ არა, ვივარაუდოთ, რომ ამ წერილის შედგენაში შესაძლებელია, ჩართული იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ EPP-ის პოლიტიკური ოჯახის წევრია, მათი წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ და მათ შორის, შეხვდნენ EPP-ის წარმომადგენლებს, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ არა თუ ვარაუდი, რა თქმა უნდა, ამაში ორი აზრიც არ არის.

„ჩვენი ქალბატონი თინა ბოკუჩავას ერთსაათიანი ტყუილიც ვიხილეთ, რომ თურმე, EPP-ის დააწერინა რაღაც რეზოლუცია და ცდილობდა, საზოგადოებისთვის ეს შეესაღებინა, თითქოს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუცია იყო. შემდეგ იგი ცდილობდა, რაღაცნაირად გამომძვრალიყო ამ სიტუაციიდან. რა თქმა უნდა, ისინი სინქრონში მოქმედებენ, რასაც კარნახობენ, იმას წერენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას არანაირი გავლენა არ ექნება აბსოლუტურად არაფერზე, ვინაიდან ეს ყველაფერი ბევრჯერ არის უკვე დადასტურებული, რომ ჩვენ ძალიან გამართულად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763752797

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ შევძელით საზოგადოების ინფორმირება და ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც მოვახერხეთ საკუთარი თავის დაცვა, საზოგადოებას ვუთხარით სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ რა მანკიერი ინტერესებით იმართება თანამედროვე მსოფლიო

„რეალურად ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ძალიან ფართო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის რა გავლენებით იმართება ევროპული ბიუროკრატია, რა გავლენებით იმართებოდა ა...

ირაკლი კობახიძე

1763752759

საზოგადოება

პრემიერი: ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი

„ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. თუ ამას არ გააკეთ...

ირაკლი კობახიძე

1763752723

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა, ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ, მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს

„ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა. ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ. მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდ...

ირაკლი კობახიძე

1763751556

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როცა გვადარებენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, კორუფციით, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან

როცა გვადარებენ უკრაინას და მოლდოვას, ავიღოთ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფცია, გაუსაძლის მასშტაბებს აღწევს ჩვენი უპირატესობა მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნიასთან და სხვა ქვეყნებთან, - განაცხად...

ირაკლი კობახიძე

1763751509

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საარჩევნო ხმის უფლება რჩება ყველას, უბრალოდ, როცა ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ერთი დღით მაინც ჩამოვიდეს თავის ქვეყანაში, საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს გადაწყვეტილება

„დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა არ ჰქონია, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე დაცლილია სუბიექტური ინტერესებისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი...

ირაკლი კობახიძე /