გიორგი კახიანი „ლელოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ბრიუსელის კაბინეტებში დარბიან, ცდილობენ თავიანთი პატრონების დამატებითი მხარდაჭერა მოიპოვონ და ქვეყანა დააზიანონ - მათთვის ქვეყნის ინტერესები მეათეხარისხოვანია
გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპულ სახელმწიფოებში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრაქტიკა განიხილეს. გადაცემის სტუმარმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ჩეხეთის მაგალითი დაასახელა, სადაც პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება აღმასრულებელ ხელისუფლებასაც შეუძლია.
საუბარი შეეხო გერმანიის შემთხვევასაც. კერძოდ, როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, ევროპის საბჭოს კონგრესის ერთ-ერთი მომხსენებელი ბერნდ ფორინგერი საქართველოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო
სარჩელს აკრიტიკებს, თუმცა, გერმანიაში ყველაზე დიდი ნდობის მქონე ოპოზიციური პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვა სცადეს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ გერმანიის შემთხვევაში ასეთი საკითხები შეიძლება, დადგეს ჩვეულებრივად და ამას რაიმე კრიტიკა არ მოჰყვება, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ მიმართვამ ასეთი კრიტიკა გამოიწვია”, - განაცხადა კახიანმა.
საუბარი ასევე შეეხო „ლელოსა“ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ თქვა, რომ ეს იყო მათი პარტნიორების მხრიდან თხოვნა და მოთხოვნა. რაზე მიგვანიშნებს ეს განცხადება”, - მიმართა პარლამენტის ვიცე სპიკერს გადაცემის წამყვანმა ცოტნე გეგეჭკორმა.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს პარტიები გარედან იმართებიან. მათი მოქმედება არის მთლიანად გარედან წახალისებული და განპირობებული. ბრიუსელის კაბინეტებში დარბიან, ცდილობენ თავიანთი პატრონების დამატებითი მხარდაჭერა მოიპოვონ და ქვეყანა დააზიანონ. მათი მიზანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ამ პარტიებს ამოძრავებთ მათი ვიწროპარტიული შეხედულებები, ქვეყნის ინტერესი მათთვის მეათეხარისხოვანია. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები ქვეყნის გარეთ და ეს არის ის შეთანხმებული მოქმედება, რომელსაც საზოგადოება თვალს ადევნებს.
კარგია, რომ საზოგადოება ამ ყველაფრის ანალიზს აკეთებს და კარგად ერკვევა იმ პროცესებში, რომელიც დღეს საქართველოსთან მიმართებაში მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ და იმიტომაც არის, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
1763820973
ახალი ამბებისამხარაძე: ის ხალხი სად ხართ, Слава Украине-ს რომ გაიძახოდით? მოუსმინეთ კლოუნი ზელენსკის გუშინდელ მიმართვას? ხალხს რომ ატყუებდით, უკრაინა ომს იგებსო, საომრად რომ ეპატიჟებოდით ქართველებს - თქვენს კისერზეა იმ ქართველების სისხლი, უკრაინას ვინც შეეწირა
„ის ხალხი სად ხართ, Слава Украине (დიდება უკრაინას) რომ გაიძახოდით? ტერმინის, რომელიც ეკლესიის მტრების, გლობალური ომის პარტიის მიერაა შექმნილი. ქართული დროშა რომ არასდროს აღგიმართავთ და უკრაინის დროშ...
1763818610
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ეხმიანება უწყების მიმართ „მიმდინარე მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში კვება, სამედიც...
1763814458
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველოს არჩევნებში ჩარევის ინტერესი დიდია, ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს იურისდიქციის მიღმა ჩვენი მოქალაქეების მიერ ნების თავისუფლად გამოხატვაზე
არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, რათა უცხო იურისდიქციაში ვინმემ არ სცადოს ემიგრანტების იარაღად გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მათზე ზეწოლით, – ამის შესახებ საქარ...
1763807184
ახალი ამბებითავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების სარდლობას 26 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 26 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩ...
1763804636
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: როცა ჩვენ ვახსენებთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას, რადიკალები ამას პრორუსულად გვითვლიან, ხოლო როცა იგივეს ამბობს ამერიკა, ევროპა, ან ზელენსკი — ეს მათთვის სრულიად ნორმალურია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ როცა თავად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, რადიკალები ამას პრორუ...































