„გენადი ბესტაევს ვასვენებთ... ქოცხელისუფლებავ, თქვენ ამ ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობა არ ხართ“ - რას წერს დავით ქაცარავა
„გენადი ბესტაევს ვასვენებთ... ქოცხელისუფლებავ, თქვენ ამ ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობა არ ხართ“ - ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გენადი ბესტაევს ვასვენებთ...
ადამიანს, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა - მომაკვდავი მოგვიგდო ორწლიანი პატიმრობის შემდეგ...
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გენადი ცხინვალის ციხეში იჯდა, ხელისუფლება მაქსიმალურად თავს არიდებდა თუნდაც განცხადების გაკეთებისგან...
3 თვეა რაც მომაკვდავი გენადი ბესტაევი დავიბრუნეთ და ფაქტობრივად ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამ ხელისუფლებას...
ერთი სამძიმარი არ უთქვამთ ოფიციალურ პირებს..
თქვენ, ქოცხელისუფლებავ, თქვენ ამ ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობა არ ხართ.
თქვენ არ იცით, რა არის ხალხზე ზრუნვა, თქვენი მერკანტილური ინტერესები თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია...
რომ მიგესამძიმრებინათ ამ ოჯახისთვის, აქაც გაგიბრაზდებოდნენ თქვენი შეფები კრემლიდან?
თქვენს საქციელს რა ჰქვია, ამას ხალხი აუცილებლად გეტყვით..“ , - წერს დავით ქაცარავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, 53 წლის გენადი ბესტაევი ცხინვალიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 16 ნოემბერს, გვიან ღამით გადმოიყვანეს. ბესტაევი ოკუპანტებმა ციხეში სასტიკად აწამეს. მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, ის ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს.
გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ასევე საინტერესოა:
1791736485
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა
„დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს განვითარების გზა, ჩამოაყალიბა მისი კულტურული სახე და გამოკვეთა ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...
1791733324
ახალი ამბებიპრემიერი: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა
„საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახე...
1791731307
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაუ...
1791729248
სპორტისაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან...
1791728970
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...































