გია ვოლსკი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის მიერ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებაზე: გარკვეული დაპირისპირების შექმნის მცდელობაა, ეს არ არის შემთხვევითი

„დაპირისპირების გამწვავებისა და პოლიტიკური ქულების მოპოვების ამორალური მცდელობა“ - ასე ეხმაურება „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებას.

„პერიოდულად, ცალკეული ადამიანების მხრიდანაც და პოლიტიკური ჯგუფების განცხადებებშიც ვკითხულობთ მათ რეალურ დამოკიდებულებას იმ პრობლემების მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და თვითონ შინაარსი და ხასიათი ამ პოლიტიკური ძალისა, კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“, გამოიკვეთება ხშირ შემთხვევაში.

რეალურად მათ ოჯახებზე ასეთი ფსიქოლოგიური შეტევა, გამოხატავს არა მარტო შინაარსს ამ ხალხის, ვინც ამ პოლიტიკურ ძალასთან არის ასოცირებული, არამედ გარკვეული დაძაბულობის და გარკვეული დაპირისპირების შექმნის მცდელობას. ეს არ არის შემთხვევითი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დარინა მიქელაძემ დაავადებული ბავშვების მიმართ დისკრიმინაციული ტერმინოლოგია არაერთხელ გამოიყენა და მათი მკურნალობისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნობრიობაც ეჭვქვეშ დააყენა - მის ამ ქმედებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობას" მისი აქტივისტის განცხადებები ამ დრომდე არ გაუკრიტიკებია. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1789931267

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „არაბიზაციასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორი თვის განმავლობაში შიშებზე აგებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიუხედავად,...

ექსპერტი

1789928925

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცმა მეკლენბურგ-წინა პომერანიის არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ შედეგს „კატასტროფა“ უწოდა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარის პარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის მიერ მიღებულ შედეგს „კატასტროფა“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU...

ფრიდრიხ მერცი

1789926793

ახალი ამბები

აჭარაში უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შექმნ...

აჭარაში უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

1789923683

ახალი ამბები

21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს

ამა წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის...

შიო მესამე

1789921824

ახალი ამბები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.   19 სექტემბერ...

გაწმენდითი სამუშაოები