გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „არაბიზაციასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორი თვის განმავლობაში შიშებზე აგებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიუხედავად, კამპანიის ფინალი ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა.
როგორც აბაშიძე წერს, სამიზნე იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების კაპიტალი და კომპანია Eagle Hills-ის მიერ დაგეგმილი მასშტაბური საინვესტიციო პროექტები.
მისივე შეფასებით, საზოგადოებამ ამ კამპანიას პასუხი 20 სექტემბერს გასცა, როდესაც თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 2 000 ადამიანი შეიკრიბა და რაც „ეროვნულ ტრაგედიად“ უნდა გასაღებულიყო, რეალობამ ერთ დღეში მორიგ პოლიტიკურ ფიასკოდ აქცია.
„ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ — ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა. სამიზნე იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების კაპიტალი და Eagle Hills-ის მიერ დაგეგმილი უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია. 2025 წლის შეთანხმებით, კომპანია $6.5 მილიარდს Tbilisi Waterfront-სა და Gonio Yachts & Marina-ში ჩადებს — საცხოვრებელი, სასტუმრო, კომერციული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, მათ შორის გონიოს იახტების მარინის განვითარების პროექტებში. ამის საპირწონედ დეზინფორმატორებმა და მანიპულატორებმა საზოგადოებას „არაბული სოფლები“, „ქალაქები“, „მეჩეთები“ და საქართველოში არაბთა მასობრივი ჩამოსახლება შესთავაზეს. საზოგადოებამაც გასცა პასუხი - 20 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე მხოლოდ 2 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის, სამწუხაროდ, არაერთი სწორედ ამ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ მყოფი. „არა ნამახვანჰესის“ და „ვარლამ გოლეთიანობის“ ძველი სცენარიც გაიმეორეს — საფრთხის გამოგონება, მითის გამუდმებით გამეორება და შემდეგ მისი ქუჩაში „ხალხის ხმად“ გასაღება. მორიგ დეზინფორმაციულ ფაზაში ორი თვე ქვეყანას „არაბიზაციით“ აშინებდნენ და ბოლოს საკუთარი პროპაგანდის ნანგრევებში თვითონვე აღმოჩნდნენ — რაც „ეროვნულ ტრაგედიად“ უნდა გაესაღებინათ, რეალობამ ერთ დღეში მორიგ პოლიტიკურ ფიასკოდ აქცია. ახლა საინტერესოა, შემდეგი დეზინფორმაციული ეტაპისთვის, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდება, რას მოიგონებენ?..“, - წერს აბაშიძე.
1789913516
ახალი ამბებიპროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფ...
1789910396
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. „თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრა...
1789908418
ახალი ამბებილაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამ დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მებაჟე-ოფიცე...
1789906160
ახალი ამბებითბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მეშვიდედ უერთდება
„მობილობის ევროპულ კვირეულს“ დედაქალაქი უკვე მეშვიდე წელია, უერთდება. კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სხვადასხვა აქტივობა ჩაატარა. ინფორმაციას თბილ...
1789904706
ახალი ამბებიგიორგი ფხაკაძე ოპოზიციას: ხალხს ეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ჩავიდა საბავშვო ბაღში და მოწამლა ბავშვები, რა დონეზე ხართ ჩამოსულები, არავინ თქვა, რომ საფრანგეთშიც, ბრიტანეთშიც, ამერიკაშიც, იაპონიაშიც კი ხდება ბავშვების ინფიცირება
რაც მოხდა საბავშვო ბაღებში, მოკლედ, პანიკები, წივილი, კივილი. პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები გამოვარდნენ. ყველაზე მეტად სასაცილო არის ის, რომ ის ადამიანები, რომლებმაც დაანგრიეს და პირდაპირი მნიშვ...































