ფრიდრიხ მერცმა მეკლენბურგ-წინა პომერანიის არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ შედეგს „კატასტროფა“ უწოდა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარის პარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის მიერ მიღებულ შედეგს „კატასტროფა“ უწოდა.

მან აღნიშნა, რომ „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU-მ) მეკლენბურგ-წინა პომერანიასა და ბერლინში განსხვავებული შედეგები აჩვენა. მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას მეკლენბურგ-წინა პომერანიაში მიღებული შედეგის „შელამაზება“ არ შეუძლია.

„ეს კატასტროფაა“, - აღიარა მერცმა.

მისი თქმით, CDU „თავდაუზოგავად იბრძოდა, მაგრამ გამანადგურებელი მარცხი განიცადა“.

ამავდროულად, კანცლერმა დადებითად შეაფასა მისი პარტიის შედეგი ბერლინში და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში რაღაც უნდა შეიცვალოს.

„რეფორმები აუცილებლად უნდა განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველას რთულ მდგომარეობაში გვაყენებს. თუმცა ჩვენ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ავიღებთ. მე ამ პასუხისმგებლობას ავიღებ, რადგან მსურს ჩვენი ქვეყნის წინსვლა. ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, მოითხოვს სიმტკიცეს, ურყეობასა და მოთმინებას. მე ამ თვისებებს გამოვავლენ, როგორც „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი და, უპირველეს ყოვლისა, როგორც ჩვენი ქვეყნის კანცლერი“, - დაასკვნა მერცმა.

წინასწარი შედეგებით, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ხმების 37% მიიღო, ხოლო გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) - 35,5%. მათ მოჰყვებიან „მემარცხენეები“ 7.5%-ით, „მწვანეები“ და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) 5,5-5,5%-ით.

ბერლინში, პირველადი პროგნოზებით, „მემარცხენე“ პარტია ხმათა უმრავლესობას - 24.5%-ს იღებს. მეორე ადგილზეა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ 20%-ით, შემდეგ მოდის AfD 16%-ით, „მწვანეები“ 15%-ით და სოციალ-დემოკრატიული პარტია 12%-ით. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789913516

ახალი ამბები

პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფ...

პროკურატურ

1789910396

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. „თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრა...

დაკავება

1789908418

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამ დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მებაჟე-ოფიცე...

ლაშა ხუციშვილი

1789906160

ახალი ამბები

თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მეშვიდედ უერთდება

„მობილობის ევროპულ კვირეულს“ დედაქალაქი უკვე მეშვიდე წელია, უერთდება. კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სხვადასხვა აქტივობა ჩაატარა. ინფორმაციას თბილ...

თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მეშვიდედ უერთდება

1789904706

ახალი ამბები

გიორგი ფხაკაძე ოპოზიციას: ხალხს ეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ჩავიდა საბავშვო ბაღში და მოწამლა ბავშვები, რა დონეზე ხართ ჩამოსულები, არავინ თქვა, რომ საფრანგეთშიც, ბრიტანეთშიც, ამერიკაშიც, იაპონიაშიც კი ხდება ბავშვების ინფიცირება

რაც მოხდა საბავშვო ბაღებში, მოკლედ, პანიკები, წივილი, კივილი. პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები გამოვარდნენ. ყველაზე მეტად სასაცილო არის ის, რომ ის ადამიანები, რომლებმაც დაანგრიეს და პირდაპირი მნიშვ...

ექიმი