გია ვოლსკი: სტამბოლში, ნატოს სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნები არიან მიწვეული, პარტნიორი ქვეყნები კი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა
„ნატოს სამიტზე მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები არიან მიწვეული, ხოლო პარტნიორი ქვეყნები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„როგორც კი ცნობილი გახდა, რომ სტამბოლში ნატოს სამიტი გაიმართება, მასშტაბური პროპაგანდისტული კამპანია ამუშავდა. ამბობენ, რომ საქართველო სამიტზე არ დაპატიჟეს, მაგრამ ამ სამიტზე ნატოს არც ერთი არაწევრი ქვეყანა არ არის მიწვეული.
ადრე არსებობდა ფორმატი, რომლის ფარგლებშიც, ნატოს სამიტის პარალელურად, პარტნიორ ქვეყნებთან Side Event შეხვედრა იმართებოდა. ახლა ასეთი ფორუმი არ ტარდება. სამაგიეროდ, ამავე პერიოდში, სტამბოლში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფორმატში შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე გაემგზავრა და ხვალ სიტყვით გამოვა.
რაც შეეხება ნატოს სამიტს, მასზე მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები არიან მიწვეული, ხოლო პარტნიორი ქვეყნები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. იმის მტკიცება, თითქოს საქართველო გვერდზე გასწიეს, ყურადღება არ მიაქციეს ან ქვეყნის მიმართ რაიმე განგებ „სასჯელია“ გამოწერილი, პროპაგანდაა. ეს ის პროპაგანდაა, რითაც უნდათ, ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ, თითქოს საქართველო ამ მნიშვნელოვან ფორუმს მოწყვეტილია, რაც არა მხოლოდ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ ბოროტი განზრახვით გავრცელებული ინფორმაციაა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
1783341069
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გარემო...
1783339368
მსოფლიოსაფრანგეთის Lalique-ს მუზეუმიდან რამდენიმე მილიონი ევროს ექსპონატები მოიპარეს
საფრანგეთში მდებარე Lalique-ს მუზეუმში ქურდებმა შეაღწიეს და 20-მდე ექსპონატი მოიპარეს. მოპარული ნივთების საერთო ფასი 4 მლნ ევრომდე შეადგენს. ინფორმაციას Le Parisien ავრცელებს. ბოროტმოქმედებმა ქვემო რა...
1783337884
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: დასავლეთიდან საქართველოს როგორც პოსტ ნეოკოლონიალურ ქვეყნის უყურებდნენ და მიაჩნდათ, რომ ეს ქვეყანა თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო გლობალური პოლიტიკის მომსახურე სუბიექტი
გარკვეული სახელმწიფოები და პოლიტიკური ძალები დასავლეთიდან საქართველოს როგორც პოსტ ნეოკოლონიალურ ქვეყნის უყურებდნენ და მიაჩნდათ, რომ ეს ქვეყანა თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ყოფი...
1783336635
ახალი ამბებილიზა გეგეჭკორი: ანაკლიის პორტი აშენდება ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლითაც სახელმწიფო ინარჩუნებს სუვერენულ კონტროლს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს საზღვაო არტერიაზე, რაც დღევანდელი გეოპოლიტიკური ქარცეცხლის ფონზე სასიცოცხლოდ აუცილებელია
„დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო უაღრესად მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი და სტრატეგიულად გათვლილი გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ე.წ. ლენდლორდის მოდელით“, - წერს ჟურნალისტი ლიზ...
1783336527
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია : თურმე მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის - არა, სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ
თურმე მათთვის შეიძლება, რომ გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, ჩვენთვის - არა. სწორედ ეს არის ბინძური დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქარ...


























