ანდრია ჯაღმაიძე: წლები არ გაგვიმხელია ეს ამბავი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლო ქმედებაში - რა გამოდის? თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ
თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ, - აღნიშნული დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემული ინტერვიუს შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
მამა ანდრია „იმედის კვირის“ მიერ აღნიშნულ თემაზე მომზადებულ ექსკლუზიურ ინტერვიუს აზიარებს.
„წლების განმავლობაში არ გაგვიმხელია ეს გაუგონარი ამბავი, რომ ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დამატებით არ გამოგვეწვია შფოთი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლო ქმედებაში. არადა, 2019 წლიდან ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ მათი ნაბიჯები მათსავე საქმეს აფუჭებდა. რა გამოდის? თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ“, - წერს მამა ანდრია.
საქმე ეხება ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობებს. საქართველოში ამ მოთხოვნით ბელგიის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი იყო ჩამოსული. ბრიუსელში კი შეხვედრა გაიმართა ანდიურს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩეინესთან.
1783342396
საზოგადოებაკონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისადა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. ახალ...
1783342268
საზოგადოებანიკოლოზ მეტრეველი: 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს პარლამენტს არაერთი მწვავე დაპირისპირება ახსოვს - რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის ირგვლივ ისეთი ნარატივის შექმნა, თითქოს უპრეცედენტო კრიზისთან გვაქვს საქმე
„90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს პარლამენტს არაერთი მწვავე დაპირისპირება ახსოვს. სამწუხაროდ, მსგავსი ინციდენტები ჩვენი პოლიტიკური ისტორიის ნაწილი არაერთხელ გამხდარა და ეს არ არის ახალი რეალობა“, -...
1783342135
საზოგადოებაოფიციალურად - გიორგი ჩაკვეტაძე „უდინეზეს“ ფეხბურთელია
„უდინეზემ“ ოფიციალურად დაადასტურა: გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას იტალიაში გააგრძელებს. ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კონტრაქტი გააფორმა და კარიერაში პირველად ტოპლიგის გუნდში ი...
1783341069
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გარემო...
1783340234
ახალი ამბებიგია ვოლსკი: სტამბოლში, ნატოს სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნები არიან მიწვეული, პარტნიორი ქვეყნები კი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა
„ნატოს სამიტზე მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები არიან მიწვეული, ხოლო პარტნიორი ქვეყნები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა...



























