ლიზა გეგეჭკორი: ანაკლიის პორტი აშენდება ე.წ. ლენდლორდის მოდელით, რომლითაც სახელმწიფო ინარჩუნებს სუვერენულ კონტროლს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს საზღვაო არტერიაზე, რაც დღევანდელი გეოპოლიტიკური ქარცეცხლის ფონზე სასიცოცხლოდ აუცილებელია

„დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო უაღრესად მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი და სტრატეგიულად გათვლილი გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ე.წ. ლენდლორდის მოდელით“, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მთავრობის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით წლების განმავლობაში გაჟღერებულ უსაგნო სპეკულაციებს, თითქოს პროექტი არ აშენდებოდა ან ვინმე უცხოელ მოთამაშეს სრული მონოპოლია უნდა დაემყარებინა, წერტილი დაუსვა.

„ბევრისთვის ეს შესაძლოა მხოლოდ ეკონომიკური ტერმინი იყოს, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის პირდაპირი და ძალიან მკაფიო განაცხადი: სახელმწიფო თავის უმთავრეს, ისტორიულ და სტრატეგიულ აქტივს არავის უთმობს. რატომ არის ეს გადაწყვეტილება საუკეთესო და რატომ პასუხობს ის პირდაპირ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს? ამიტომ:

ეროვნული საკუთრების ხელშეუხებლობა: „ლენდლორდის“ მოდელის მთავარი პრინციპი ისაა, რომ პორტის ტერიტორია, მიწა და ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა 100%-ით რჩება სახელმწიფოს, ანუ ქართველი ხალხის საკუთრებაში. ასეთი მასშტაბის პორტი არა მხოლოდ ეკონომიკა, არამედ პირდაპირ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებაა. ამ მოდელით სახელმწიფო ინარჩუნებს სრულ, სუვერენულ კონტროლს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს საზღვაო არტერიაზე, რაც დღევანდელი გეოპოლიტიკური ქარცეცხლის ფონზე უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ პორტის მესაკუთრე სახელმწიფოა, უშუალოდ ოპერირებაში, ტვირთების მართვასა და ტერმინალების აღჭურვაში შემოვა კერძო კაპიტალი და საერთაშორისო გამოცდილება. ანუ, ჩვენ ვიღებთ კერძო სექტორის მაქსიმალურ ეფექტურობას ისე, რომ არ ვკარგავთ მთავარი მეპატრონის სტატუსს. წლების განმავლობაში ვისმენდით უსაგნო სპეკულაციებს, თითქოს ანაკლიის პროექტი არ აშენდებოდა ან ვინმე უცხოელ მოთამაშეს ჩვენი ქვეყნის მთავარ არტერიაზე სრული მონოპოლია უნდა დაემყარებინა. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ამ მანიპულაციებს წერტილი დაუსვა. ანაკლიის პორტი აშენდება! და ის აშენდება ზუსტად ისე, როგორც ეს საქართველოს სჭირდება, ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, ეროვნული სუვერენიტეტის სრული დაცვითა და მომავალ თაობებზე ზრუნვით. ძლიერი, დამოუკიდებელი და გეოპოლიტიკურად წონადი სახელმწიფო ზუსტად ასეთი ჭკვიანური, ეროვნული და პრაგმატული ნაბიჯებით შენდება!“, - წერს გეგეჭკორი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783332848

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: კანონმდებლობის გაუქმებას ვერ გვაიძულებენ, შეუვალები ვიქნებით, როცა კანონები ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს ეხება

„ანდრია ჯაღმაიძემ რაზეც ისაუბრა, ამაზე ჩვენც გვესაუბრებოდნენ. ვიცით, საბოლოოდ, რა მოთხოვნები ექნებათ, სად და რაზე დგას დღეს ევროპა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა გა...

ირაკლი ჭეიშვილი

1783332604

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობა“ ამ ქვეყნის ძალიან ბნელი წარსულია, რომელიც მომავლად ვერასდროს ვეღარ იქცევა

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის ძალიან ბნელი წარსულია, რომელიც მომავლად ვერასდროს ვეღარ იქცევა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, კარგია, რომ...

რატი იონათამიშვილი

1783330133

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ხე...

მიხეილ ყაველაშვილი

1783329163

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმური ინსპექტირებისას ინდივიდუალური მეწარმე თ. მ-ის (მისამართი: გორი, კომბინატის დასახლება) ა...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

1783328927

ახალი ამბები

წიწამურის ხევზე დღის ბოლომდე მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (თბილისის მიმართულება) წიწამურის...

წიწამურის ხევზე