გია ვოლსკი: წყევლა ჩვეულებრივი ამბავი გახდა, ეს განზრახ დაგეგმილი ქმედებებია, რომლებიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება, შექმნან ატმოსფერო, სადაც ტრადიცია და გულწრფელობა აღარ არსებობს

გუშინ ვიხილეთ აბსოლუტური უცოდინარობა და ათსართულიანი გინება, რაც განზრახ დაგეგმილი ბოროტებაა საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებულ ინციდენტზე საარჩევნო შტაბთან, სადაც გუშინ აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, წყევლა ჩვეულებრივი ამბავი გახდა.
„მომწერეს, ვოლსკები მაინც ამოწყვეტილი ხართო. ჩვენს ოჯახში უბედურება მოხდა და სულ ამოწყდით, ეს სურვილი გვაქვსო. გოგონები იგინებიან. ე.წ. ოპონენტებმა წესად შემოიღეს, რომ ადამიანს უნდა აგინო, დაწყევლო და უნდა უთხრა, რომ მალე მოკვდება. მით უმეტეს, ამისთვის ორგანიზებული სპეციალურად გოგონები არიან. მათი დამოკიდებულებაა, ამ ყველაფერზე პასუხი არავინ გასცეთ.
შეიძლება, ასეთ დროს ადამიანი მწყობრიდან გამოვიდეს და პასუხი გასცეს. სწორედ ამას ჰქონდა ადგილი. ეს არ არის ემოციური გამოვლინება, ეს განზრახ დაგეგმილი ქმედებებია, რომელიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება, რომ შექმნან ატმოსფერო, სადაც ფასეულობა, ტრადიცია და გულწრფელობა აღარ არსებობს. აბსოლუტური უცოდინარობა და ათსართულიანი გინების ცოდნა განზრახ დაგეგმილი ბოროტებაა საქართველოს წინააღმდეგ. გუშინ ეს ვიხილეთ.
ბექა ოდიშარიას გინებას ვერ დავგმობ, რადგან ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს, როდესაც ათი მოლაპარაკე ტურა შემოგესევა და ასეთი ინტენსიური ბულინგით, უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ შენს ოჯახს, შენი ოჯახის წევრებს, გარდაცვლილებს, ცოცხლებს, ბავშვებს, უფროსებს. შეიძლება, ასეთ ვითარებაში ადამიანმა თავი ვერ შეიკავოს. რასაკვირველია, თავი უნდა შეიკავოს ბექამაც, მეც, ყველამ, მაგრამ ხანდახან ეს რთულია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
1757177925
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქართველები ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ დღეს ემოცია ყველაზე ნაკლებად გვჭირდება, ცივი გონებით სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ
„ქვეყნის შიგნით წარმოდგენილი აგენტურა გარედან მიღებული მითითებით ცდილობს, რომ ყველაფერი ქართული და ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, წაბილწოს სხვადასხვა ქმედებით“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი მედიასთან...
1757175511
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს
ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს შესაძლებლობა ექნება წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს, შ...
1757174271
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: შექმნილი იქნება ყველა პირობა, რომ ეუთო/ოდირმა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს იმუშაოს სრული დატვირთვით და დადოს სამართლიანი, სწორი, ობიექტური დასკვნა
„იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სპეკულაციას დაესვას წერტილი, არ იყოს არანაირი ნიადაგი იმისთვის, რომ ხელოვნურადაც კი მოხდეს რაღაც საკითხებზე ტემპერატურის აწევა და ტყუილების დემონსტრირება, იქნა მიღებულ...
1757172203
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია რადიკალებზე: ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება, სახელმწიფო ამისთვის მზადაა
„ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება. სახელმწიფო ამისთვის მზადაა და ყოველთვის მზად იქნება“, - განაცხადა „...
1757170814
ახალი ამბები„მეუღლის პირადი ინფორმაცია ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაავრცელა“ - ერთ პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლ...