გიორგი ფხაკაძე ოპოზიციას: ხალხს ეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ჩავიდა საბავშვო ბაღში და მოწამლა ბავშვები, რა დონეზე ხართ ჩამოსულები, არავინ თქვა, რომ საფრანგეთშიც, ბრიტანეთშიც, ამერიკაშიც, იაპონიაშიც კი ხდება ბავშვების ინფიცირება
რაც მოხდა საბავშვო ბაღებში, მოკლედ, პანიკები, წივილი, კივილი. პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები გამოვარდნენ. ყველაზე მეტად სასაცილო არის ის, რომ ის ადამიანები, რომლებმაც დაანგრიეს და პირდაპირი მნიშვნელობით დედა უტირეს ჯანდაცვის სისტემას, ისინი გამოდიან და კიდევ ჭკუას გვასწავლიან, - ამის შესახებ ექიმმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა.
გიორგი ფხაკაძე საბავშვო ბაღებში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ძირითადი აქცენტი ოპოზიციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ნაცვლად იმისა, ოპოზიცია საზოგადოებას გამოსავალს სთავაზობდეს, აღნიშნულ საკითხს თავიანთი პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს.
მისივე თქმით, მსგავსი ინციდენტები სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაშიც ხდება, თუმცა იქ მთავარი ყურადღება მიზეზების დადგენას ეთმობა და არა პოლიტიკურ სპეკულაციებს.
„როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ძლიერ სისტემაზე, ამას სჭირდება წლები და ამას სჭირდება ნამდვილად ძალიან დიდი გამოცდილება. ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოში არის ეპიდემიოლოგების. ეპიდემიოლოგები მიშას დროს პრაქტიკულად გაასწორეს მიწასთან. საფრანგეთშიც კი ბავშვების მოწამვლის თემა სკოლაში მოსულა, „ოქეი“? ახლა კითხვა ისმება: „ქოცების“ ბრალი არისო? ანუ ბატონმა ბიძინამ, ე.ი., მე კი არ „ვაპრავებ“ არავის, მაგრამ, აი, უბრალოდ გისმენთ და გულისამრევი არის, რატომ, იცით? აი, თქვენ ეუბნებით, რომ, აი, ბატონი ბიძინა ჩავიდა იმ საბავშვო ბაღში და მოწამლა ბავშვები. აი, რა დონეზე ხართ ჩამოსულები? აი, ოპოზიცია იმიტომ ხართ გულისამრევები, როგორ მინდა, რომ თქვენ მხარეს ვიყო, მაგრამ ფიზიკურად არ მაძლევთ საშუალებას თქვენ მხარეს [ვიყო], იმიტომ, რომ იმის მაგივრად, რომ თქვათ, რომ სისტემური პრობლემა არის და სისტემურად უნდა დავალაგოთ ეს, ეს, ეს, გამოდიხართ, აი, „ქოცები“... გავიგეთ. მმართველ პარტიაში არის პრობლემა რაღაცებში. შენ ხომ ხარ მაგარი? შემოგვთავაზე, რა არის გამოსავალი. ამდენი ხანი გავიდა, არცერთმა არ ამოიღო ხმა, რომ ქვეყანაში გვჭირდება ეპიდემიოლოგიური სამსახურის გაძლიერება. არავინ თქვა, რომ საფრანგეთშიც, ბრიტანეთშიც, ამერიკაშიც, იაპონიაშიც კი ხდება ბავშვების ინფიცირება საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, მაგრამ ეს კი არ ხდება პოლიტიკური ქულების დასაწერად, ეს ხდება იმისათვის, რომ დავადგინოთ, რა არის მიზეზი, რომ ეს მიზეზი დავადგინოთ, ვილაპარაკოთ, ვნახოთ გამოსავალი და არა იმიტომ, რომ პოლიტიკურად დაიწერო ქულები და ნეგატივი გააჟღერო. ეს არის ერის პრობლემა და მოვაგვაროთ. არ შეიძლება ყველაფერში პოლიტიკა. ყველაფერში პოლიტიკა როგორ შეიძლება, ახლა... აი, ვუსმენდი კომენტარს, რომ, აი, ბატონმა ბიძინამ ახლა აიღო და ეს რაღაცა გაფუჭებული პროდუქტი, არ ვიცი, რაც არის დასახელებული, ის ახლა... ნუ, აი, აი, დაფიქრდით, ხალხო, მართლა მარაზმამდე დადის რა“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
1789891021
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე: ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები
ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში საქართველოს დელეგაციის გეგმებზე ისაუბრა. „შედგება არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელე...
1789888901
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექ...
1789887631
ახალი ამბებიდაავადებათა კონტროლის ცენტრი: საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მოწამვლის შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყო
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის განცხადებით, 17 სექტემბერს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე კვლევაში და...
1789884188
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 20 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
20 სექტემბერს ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +25 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ზუგდიდშიც წვიმაა მოსალოდნელი,...
1789851093
მსოფლიორობერტ ფიცო: დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და ნატოს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს
დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და ნატოს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის დამარცხების სტრატეგია „წარუმატებელი“ აღმოჩნდა, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიე...































