ლადო სადღობელაშვილი გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით

ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს მორიგ ბულინგისა და კრიტიკის ტალღას, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი გველესიანის მისამართით აგორდა. ადამიანი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იბრძოლა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა, დღეს თავდასხმის ობიექტი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ გაბედა, დასვა კითხვები და დააფიქსირა თავის პოზიცია, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით. რაც შეეხება გველესიანს, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია აჩვენებს, რომ აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას.

მისივე შეფასებით, განსხვავებული აზრის გამო ადამიანის „მოღალატედ“ გამოცხადება, ან მისთვის იარლიყების მიწებება დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

„აზრის გამოხატვის თავისუფლება და საკუთარი ხედვა არ არის დანაშაული! ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს მორიგ ბულინგისა და კრიტიკის ტალღას, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი გველესიანის მისამართით აგორდა. ადამიანი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იბრძოლა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა, დღეს თავდასხმის ობიექტი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ გაბედა, დასვა კითხვები და დააფიქსირა თავის პოზიცია! როდესაც სპორტსმენი სვამს კითხვას, თუ რა გავლენას მოახდენს ესა თუ ის პოლიტიკური, ან ეკონომიკური ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ეს ჯანსაღი, მოქალაქეობრივი აზროვნების გამოვლინებაა და არა კრიტიკის მიზეზი. მე დარწმუნებული ვარ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს ამ საკითხზე.

მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით. გიორგის პოზიცია აჩვენებს, რომ მას აქვს საკუთარი, დამოუკიდებელი ხედვა და არ ერიდება მის დაფიქსირებას, რაც მისასალმებელია! განსხვავებული აზრის გამო ადამიანის „მოღალატედ“ გამოცხადება, ან მისთვის იარლიყების მიწებება ეწინააღმდეგება იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებზეც ყველა ვთანხმდებით. ჩვენ ვალდებულები ვართ, პატივი ვცეთ თითოეული მოქალაქის, მათ შორის ჩვენი სპორტსმენების უფლებას, ჰქონდეთ საკუთარი მოსაზრება და თავისუფლად გამოხატონ იგი!

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გიორგის და მადლობა იმ თავგანწირული თამაშისთვის, რაც მან გვანახა ეროვნული ნაკრების მაისურით!“, - წერს სადღობელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789851093

მსოფლიო

რობერტ ფიცო: დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და ნატოს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს

დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და ნატოს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის დამარცხების სტრატეგია „წარუმატებელი“ აღმოჩნდა, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიე...

რობერტ ფიცო

1789849876

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: როდესაც დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებმა სახელმწიფოს მადლობა გადაუხადეს, ვნახეთ, როგორი შეურაცხყოფის კამპანია დაიწყეს აგენტურის წარმომადგენლებმა, მათ ყველას ერთნაირი სახე აქვთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ბავშვების მიმართ გავრცელებულ დისკრიმინაციულ განცხადებას ეხმაურება და ამას ოპოზიციური აქტივისტების ამაზრზენ სახ...

ლევან მაჭავარიანი

1789848693

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ არავის უფლებას არ ვლახავთ - ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლითაც აბსოლუტურად ყველას უფლება დაცულია

„ჩვენ არავის უფლებას არ ვლახავთ, ჩვენ არ გვაინტერესებს, ვინ რას აკეთებს საკუთარ სახლში“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა სკოლებში...

ლევან მაჭავარიანი

1789847437

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია - აქციების დროს ჩვენი პოლიციელები გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ, ვიდრე წარმატებულ დასავლურ ქვეყნებში

„ჩვენი პოლიციელები გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ, ვიდრე წარმატებულ დასავლურ ქვეყნებში“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევ...

ლევან მაჭავარიანი

1789846152

ახალი ამბები

ძიუდოისტი თენგო ზირაქაშვილი „ევროპის თასის“ გამარჯვებულია

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე „ევროპის თასზე“ თენგო ზირაქაშვილმა ( -73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან რუსი ბაგათირ აკაევი იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში ზირაქაშვილმა ასევე...

თენგო ზირაქაშვილი