გიორგი გაბუნია: როდესაც მეორე ფრონტის საფრთხეზე ვსაუბრობდით, სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ და ცდილობდნენ, ეს თემა საქილიკოდ ექციათ, რაც დრო გადის ცხადი ხდება, რა საფრთხის წინაშე ვიდექით და ეს საფრთხე არანაირად არ შემცირებულა
„როდესაც მეორე ფრონტის საფრთხეზე ვსაუბრობდით, სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ და ცდილობდნენ, ეს თემა საქილიკოდ ექციათ. რაც დრო გადის ცხადი ხდება, რა საფრთხის წინაშე ვიდექით და ეს საფრთხე არანაირად არ შემცირებულა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია წერს სოციალურ ქსელში და აზიარებს ვიდეოს, სადაც პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი დუდა ამბობს, რომ ზელენსკიმ სცადა პოლონეთის ომში ჩართვა.
გაბუნიას განცხადებით, როდესაც დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, დეტალებში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, თუ რამდენად გონივრული ნაბიჯები გადაიდგა ქართული ხელისუფლების მხრიდან, ომის თავიდან ასაცილებლად.
„როდესაც მეორე ფრონტის საფრთხეზე ვსაუბრობდით, სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ და ცდილობდნენ ეს თემა საქილიკოდ ექციათ. რაც დრო გადის ცხადი ხდება, რა საფრთხის წინაშე ვიდექით და ეს საფრთხე არანაირად არ შემცირებულა... ომის დასრულება ჯერ შორს არის და არაფერი საიმედო არ ჩანს (მთავარია ეს ომი უფრო დიდი უბედურების შესავალი არ აღმოჩნდეს).
ერთ რამეში კი გარწმუნებთ! როდესაც დასრულდება ეს უბედურება, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს და ისტორიის ნაწილი გახდება, დეტალებში გაცხადდება რას გვიპირებდნენ, რა გეგმა ჰქონდათ და რამდენად ეროვნული, გონიერი და მტკიცე ნაბიჯებით უპასუხა საქართველოს ხელისუფლებამ“, - წერს გიორგი გაბუნია.
1786612843
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამბიციური პროექტის განხორციელება პრაქტიკულ ფაზაში გადადის - ეს არის ჩვენი უსამშობლო მავნებლებისთვის მორიგი გამანადგურებელი ინფორმაცია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის გარშემო, ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ...
1786611342
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი „სუხიშვილებზე“: როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!
„სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდ...
1786609510
ახალი ამბებიიონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს
უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხ...
1786607006
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში, კო...
1786605789
ახალი ამბებისაქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა
საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხე...































