გიორგი გაბუნია - ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს ეკლესია უმაგრებს, ვერ გაკონტროლდება, მასზე გავლენა ვერ ექნებათ, ამიტომ, წლებია, ეკლესიას თავს ესხმიან
„ჩათვალეს, რომ თითქოს ქართულ ეკლესიას ხელმძღვანელი არ ჰყავს და სუსტია. პირიქით, ეკლესია ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია საკმარისად ძლიერია, რომ ყველა გამოწვევას საკადრისი პასუხი გასცეს.
„სამწუხაროდ, ქვეყანაში ადამიანები არსებობენ, რომელთაც ეკლესია არ უყვართ და პატრიარქი არ უყვარდათ, ამის გამოხატულებას ყოველთვის ვხედავთ. როცა ძვირფასი პატრიარქი დავკარგეთ, ვხედავთ, რომ ეკლესიაზე თავდასხმა არ წყდება. ეს პროცესი გარედანაც იმართება, რადგან არ მოსწონდათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკლესიას დიდი ავტორიტეტი და ნდობა ჰქონდა.
ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს უმაგრებს ეკლესია, მისი კონტროლი და მასზე ზეგავლენის მოპოვება ძნელია. ამიტომ, წლებია, ეს თავდასხმები ეკლესიაზე ხორციელდება. ამ მიმართულებით ენჯეოსექტორის წარმომადგენლები აქტიურობენ. ისინი ცდილობენ, რომ ეკლესიის წარმომადგენლებს ისეთი რამე დააბრალონ, რაც არანაირ კავშირშია სიმართლესთან.
ამიტომ ეს ბინძური კამპანია გრძელდება და ახალი ძალით დაიწყო. ჩათვალეს, რომ თითქოს ქართულ ეკლესიას ხელმძღვანელი არ ჰყავს და სუსტია. პირიქით, ეკლესია ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს. ეკლესია საკმარისად ძლიერია, რომ ასეთ ბინძურ შეტევას და გამოწვევას საკადრისი პასუხი გასცეს“, – განაცხადა გაბუნიამ.
1774616411
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა. განხილვის მთავარ საკითხს სამხრეთ...
1774615399
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბაჩო ახალაიასა და დანაშაულზე საუბარი ძალიან ადვილია, რადგან ეს ორი რამ ერთმანეთის სინონიმია
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დანაშაული და ბაჩო ახალაია ერთმანეთის სინონიმები არიან. პარლამენტის თავმჯდომარე ამ კომენტარით, პროკურატურის მიერ, საქართველოს კონსტიტუციური წყობი...
1774612096
ახალი ამბებიგეგუთის ციხის პატიმრები მეუფე შიოს მხარდაჭერას უცხადებენ: მხარს ვუჭერთ პატრიარქის დანატოვარ ანდერძს და დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი პატრიარქი მეუფე შიო იქნება
„გეგუთის ციხის პატიმრების წერილი. ისინი მხარს უჭერენ პატრიარქის რჩეულს - მეუფე შიოს“, - წერს პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე და პატიმრების წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც წერილშია აღნიშნული, პატიმრე...
1774610546
ახალი ამბებიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტის ფორმირების პროცესს...
1774609199
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: „დიფ სთეითის“ ხელში ჰელსინკის კომისია არის გადაქცეული იმ მექანიზმად, რომ ქვეყნის დემოკრატიაზე მოხდეს თავდასხმა, რაც ელენე ხოშტარიასთან მიმართებით აშკარად ჩანს
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განაჩენთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის განცხადებას „ქრონიკასთან“ ეხმაურება. „დ...


























