შარმანაშვილი ოპოზიციაზე: იმდენად სძულთ ქართველი ერის ერთობის იდეა, რომ როცა სასიკვდილო სარეცელზე იწვა პატრიარქი ჰოსპიტალში, მაშინაც კი აგრძელებდნენ ხალხის მოწამვლას
„იმდენად სძულთ ქართველი ერის ერთობის იდეა, რომ როდესაც სასიკვდილო სარეცელზე იწვა პატრიარქი ჰოსპიტალში, მაშინაც კი აგრძელებდნენ ამ საზიზღარი გამონათქვამებით ხალხის მოწამვლას“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის განცხადებებს, რომლის საეკლესიო საკითხებს და პატრიარქს უკავშირდება.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მათ სძულთ საქართველოს ეკლესიაც და ქართველი ხალხის ერთიანობაც.
„უკვე ვეღარც დამალეს თავისი რეალური სახე. ხალხის მოსატყუებლადაც კი ვერ დამალეს. იმდენად სძულთ ეკლესია, იმდენად სძულთ ქართველი ერის ერთობის იდეაც კი, რომ როდესაც სასიკვდილო სარეცელზე იწვა პატრიარქი ჰოსპიტალში, მაშინაც კი აგრძელებდნენ ამ საზიზღარი გამონათქვამებით ხალხის მოწამვლას.
როდესაც გარდაიცვალა, გასვენებულიც კი არ იყო, წესიც კი არ იყო აგებული პატრიარქისთვის, რა საზიზღრობებს არ ამბობდნენ და რა ეპითეტებით აღარ ამკობდნენ, ამ თქმა აღარ მინდა და მისი გარდაცვალების შემდეგაც ამას აკეთებენ.
პრაგმატიზმიდან გამომდინარე გაჩუმებულიყვნენ მაინც, მაგრამ იმდენად დიდი ბოღმა აქვთ, რომ გაჩუმებაც კი ვერ შეძლეს. ამასთან გვაქვს საქმე, მათ ეზიზღებათ საქართველოს ეკლესიაც და ქართველი ხალხის ერთიანობაც კი, თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს შარმანაშვილი.
1774620231
საზოგადოებათბილისში Planet Hollywood-ის კავკასიის რეგიონში პირველი სასტუმრო გაიხსნება
საერთაშორისო ჯგუფი Planet Hollywood Resorts International-ი თბილისში თავის პირველ პროექტს იწყებს. Planet Hollywood Hotel & Casino Tbilisi კავკასიის რეგიონში ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება. კომპანიის...
1774618732
საზოგადოებაპროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...
1774617391
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია - ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს ეკლესია უმაგრებს, ვერ გაკონტროლდება, მასზე გავლენა ვერ ექნებათ, ამიტომ, წლებია, ეკლესიას თავს ესხმიან
„ჩათვალეს, რომ თითქოს ქართულ ეკლესიას ხელმძღვანელი არ ჰყავს და სუსტია. პირიქით, ეკლესია ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განა...
1774616978
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7066 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1774616411
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა. განხილვის მთავარ საკითხს სამხრეთ...



























