ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტის ფორმირების პროცესს ეხება.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება, წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით, შესაძლებელია არა იურიდიული დახმარების საბჭოს თანხმობით, როგორც ამას კანონის მოქმედი რედაქცია ადგენს, არამედ მხოლოდ იურიდიული დახმარების სამსახურის თანხმობით.

როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განმარტა, პარლამენტის მიერ „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, იურიდიული დახმარების საბჭო გაუქმდა და აქედან გამომდინარე, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ შესაბამისი ცვლილება გახდა საჭირო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774607430

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „საერთაშორისო თანამშრომლობა არჩევნების ადმინისტრირებაში – ციფრული ინოვაცია, შესაძლებლობ...

გიორგი კალანდარიშვილი

1774605400

ახალი ამბები

პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მითვისების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგან...

შენობა

1774604540

საზოგადოება

პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგენილია, მიმდი...

ბაჩო ახალაია

1774603500

ახალი ამბები

ვარლამ ლიპარტელიანი: ჩვენი მიზანი და მოტივაციაა მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ჩართულები არა მარტო პოლიტიკურ პროცესში, არამედ ადგილობრივ დონეზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი ქალაქის განვითარება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს. ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი „იმედის დღეში“ პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობაზე და გუნდის გეგმებზე საუბრობს. ლიპარტე...

ვარლამ ლიპარტელიანი

1774602522

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ბაჩო ახალაიაზე: სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ ყველაფერს, პოლიტიკურად კი ყველა ვხვდებით, რომ ესენი არიან მოძალადეები, რომლებიც თავის დროზე თავზე დაასვეს ქართველ ხალხს

სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ ყველაფერს, პოლიტიკურად კი ყველა ყველაფერს ვხვდებით, რომ ეს ხალხი არიან მოძალადეები, რომლებიც თავის დროზე თავზე დაასვეს ქართველ ხალხს, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაყალიბები...

შალვა პაპუაშვილი