გიორგი გამსახურდია: თვალყურს ვადევნებდი, როგორ მოიგო ბიძინა ივანიშვილმა მორიგი პროცესი, მაგრამ აღსრულების ნაწილში ლიბერალ-ფაშისტები ყურადაც არ იღებენ მსოფლიო დონის ინსტანციების სამართლებრივ ვერდიქტებს

გიორგი გამსახურდია ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა.

გამსახურდიას თქმით, არ დარჩა არც ერთი ინსტანცია, სადაც ბიძინა ივანიშვილის სიმართლე არ დამტკიცებულიყო.

მისივე შეფასებით ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ იმისთვის ისჯება, რომ ქვეყანა ცეცხლის ალში არ გახვია, არ გაიარა დამკვეთების ჭკუაზე და დღეისათვის, ქვეყნისთვის სწორი და პატრიოტული პოლიტიკა გაატარა.

“დღეს ვადევნებდი თვალყურს, თუ როგორ მოიგო ბიძინა ივანიშვილმა მორიგი პროცესი, მის უმგამჭვირვალესი გზით ნაშოვნ თანხებთან დაკავშირებით. ალბათ არ დარჩა არც ერთი ინსტანცია, სადაც მისი სიმართლე არ დამტკიცებულიყო. მაგრამ, აღსრულების ნაწილში ლიბერალ-ფაშისტები ყურადაც არ იღებენ მსოფლიო დონის ინსტანციების სამართლებრივ ვერდიქტებს. ისმის კითხვა, რისთვის ისჯება ეს ადამიანი? თუ მარსზე არ ცხოვრობ (თუმცა იქაც სიმართლე სიმართლეა), პასუხი ერთია - ისჯება იმიტომ, რომ არ გახვია ქვეყანა ცეცხლის ალში, არ გაიარა დამკვეთების ჭკუაზე და დღეისათვის, ქვეყნისთვის სწორი და პატრიოტული პოლიტიკა გაატარა. აი ეს არის ამ ყველაფრის თავი და ბოლო. არაფერი აქ, გაზვიადებული არ არის, ეს არის ფაქტი და სხვა არაფერი”- წერს გამსახურდია X-ზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763999158

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. შა...

შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა

1763996778

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს განაგრძობს

გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს განაგრძობს. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, 24 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს ტე...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1763995103

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი Eagle Hills-ის პროექტზე: ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უკვე მიღწეულ შედეგებს და პერსპექტივებს

„ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უკვე მიღწეულ შედეგებს და პერსპექტივებს. აღნიშნული მიუღებელია სწორედ ამ ხალხისთვის, ვინც ასე თავგამოდებით ებრძვის Ea...

მაკა ბოჭორიშვილი

1763992968

ახალი ამბები

ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე: როგორც მოსალოდნელი იყო, სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“ შორის, ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა

„როგორც მოსალოდნელი იყო, ბერმუდაზე დაწყებული სამართლებრივი დავა, ბიძინა ივანიშვილსა და ერთ დროს მსოფლიო საბანკო სისტემის ფლაგმანს, „კრედიტ სუისს“ შორის, ბიძინა ივანიშვილის უპირობო, სრული გამარჯვებით დ...

თეიმურაზ წიქვაძე

1763992262

ახალი ამბები

ნინო თანდილაშვილი: არსებობს არაერთი ალტერნატივა, რომელიც ჩაანაცვლებს პლასტიკს

„არსებობს არაერთი ალტერნატივა, რომელიც ჩაანაცვლებს პლასტიკს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა. მინისტრის პირველმა მოადგილემ პლასტიკის ნა...

ნინო თანდილაშვილი: