თინათინ რუხაძე: ქართულ დიასპორას გუშინ შევხვდით რომში, იტალიის საელჩოში. კულტურული პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია, რომ ჩვენს დიასპორებთან გვქონდეს პირდაპირი კავშირი

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რომიდან პირდაპირი ჩართვისას ვატიკანის საიუბილეო დღეებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ძალიან ამაღელვებელია ეს დღეები, რადგან არასოდეს ვატიკანში ამ საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით ქართული სიტყვა, მრავალხმიანობა, სიმღერა, გალობა არასდროს ყოფილა. ეს არის პირველი შემთხვევა. 21 რიცხვში გორის ქალთა კამერულმა გუნდმა გახსნა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტი. პირველი კონცერტი გავიარეთ. არაჩვეულებრივი რეზონანსი ჰქონდა კონცერტს.

დღეს გვაქვს განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე, როდესაც სამების კამერული გუნდი, რომელიც ცნობილია როგორც სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, ბატონი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, იმ ტაძარში შეასრულებენ [კომპოზიციას], სადაც პაპი დაიკრძალა. საამაყოა ის, რაც დღეს სანტა მარია მაჯორეში მოხდება.

ამას თან ერთვის ისიც, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტია და ხვალ იქნება უმაღლესი დონის შეხვედრები. საპატრიარქოს გუნდი გააგრძელებს ფლორენციაში კონცერტს და დიდი პროგრამით ვართ წარმოდგენილები“, - აღნიშნა რუხაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763916204

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე ოპოზიციის განცხადებებზე: წავიდნენ ყველაზე უფრო უხეში გზით, რომ ადამიანებში გააღვიძონ ერთგვარი ულტრა ნაციონალური გრძნობები და თქვან, რომ ეს არის არაბიზაციის პროცესის დასაწყისი საქართველოში

წავიდნენ ყველაზე უფრო უხეში გზით, რომ ადამიანებში გააღვიძონ ერთგვარი ულტრა ნაციონალური გრძნობები და თქვან, რომ ეს არის არაბიზაციის პროცესის დასაწყისი საქართველოში, - აცხადებს რეგიონული პოლიტიკისა და თ...

ირაკლი ქადაგიშვილ

1763913317

მსოფლიო

ჟენევაში უკრაინის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინის, აშშ-ის და ევროპელი მოკავშირეების დელეგაციებმა ჟენევაში სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყეს. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა - ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმ...

ჟენევაჟენევა

1763912361

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცს ეჭვი ეპარება, რომ უკრაინაში სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმება ტრამპის მიერ დაწესებულ ვადებში მოხერხდება

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ „სკეპტიკურად არის განწყობილი“ იმის მიმართ, რომ უკრაინასთან დაკავშირებული შეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ვადაში მიიღწევა. შე...

ფრიდრიხ მერცი

1763909379

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: უკრაინის „ხელმძღვანელობამ“ ნული მადლიერება გამოხატა ჩვენი ძალისხმევის მიმართ, ხოლო ევროპა აგრძელებს ნავთობის ყიდვას რუსეთისგან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები უმადურობაში დაადანაშაულა. საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორი...

დონალდ ტრამპი

1763908085

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე: როდესაც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი პოტენციური სამიზნეები არიან წნეხის, რომელიც ღია და აშკარაა. ამ წნეხის მოსახსნელად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება

რამდენიმე საკითხია, რომელიც დღეს არის ფაქტი. პირველი ფაქტი არის, რომ საქართველოს არჩევნების მიმართ არსებობს გარე ძალების ინტერესი. ჩვენ ეს 2024 წელს განსაკუთრებით თავხედური სახით ვნახეთ, როდესაც საქარ...

შალვა პაპუაშვილი